ადამიანის სიცოცხლე ოკუპანტი რეჟიმის მხრიდან არაფრად არ ფასობს - სოფო კილაძე

13:46 10-29-2019
8

ჟურნალისტებთან „ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე“, სოფო კილაძე ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

„ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ჰუმანიტარული კატასტროფა გვაქვს. ადამიანის სიცოცხლე ოკუპანტი რეჟიმის მხრიდან არაფრად არ ფასობს, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველები არიან დევნისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი. ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. იმისთვის, რომ ადამიანები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასე ბუზებივით არ იხოცებოდნენ. სამწუხაროდ,ოკუპანტი რეჟიმი იმდენად მძლავრია, რომ ამ შემთხვევაში ხელში ისეთი ბერკეტები არ გვაქვს, რომ ეს ადამიანები ფიზიკურად დავიცვათ“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის,ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სოფელ იკოთის მკვიდრი, მარგო მარტიაშვილი გუშინ გარდაიცვალა.