ვერ განვიკითხავ სასულიერო პირს, პოლიტიკოსი შემიძლია განვიკითხო - ირაკლი კობახიძე

13:36 10-29-2019
477

ვერ განვიკითხავ სასულიერო პირს, პოლიტიკოსი შემიძლია განვიკითხო,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტირებისას განაცხადა.

„ვერ განვიკითხავ სასულიერო პირს, პოლიტიკოსი შემიძლია განვიკითხო. შესაბამისად, გამიჭირდება ამ კუთხით რაიმე კომენტარის გაკეთება.სამი პოლიტიკოსი იყო ნახსენები - ყოფილი პრემიერი, მოქმედი პრემიერი და მოქმედი შს მინისტრი. ძალიან კარგად ვიცნობ სამივე მათგანს და ვიცი მათი დამოკიდებულება ეკლესიისა და  პატრიარქის მიმართ, შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ „ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს.