„გავგიჟდი“ - „ჩცდ“-დან წასული მსახიობები რესტორანში არ დაპატიჟეს

13:29 10-29-2019

„ჩემი ცოლის დაქალებიდან“ თენგოსთან ერთად ლუნაც გაუჩინარდა. ორივე მსახიობი „რუსთავი 2“- ზე „კომედი ჯგუფშია“. მათთან ერთადაა ზურა ნიჟარაძე - მერაბ დარჩიას როლის შემსრულებელიც. ახალ ამპლუას ერგებიან. „ჩცდ“-ს კორპორატიულ შეკრებაზე რესტორანში არც ერთი არ დაუპატიჟებიათ. შემოქმედებით ჯგუფში აღარ მოიაზრებიან და მეგობრული ქეიფი გამოტოვეს. 

ქეთი ხუციშვილი: - ამ შეკრებაზე არ ვყოფილვარ. არავის არაფერი უთქვამს ჩემთვის. ლეო ანთაძის ცეკვა ვნახე, ძალიან კარგად იცეკვა. რეები ჩაატარა. რა საყვარელი კაცია. გავგიჟდი... 

- ნახეთ ახალი სერიები?

- „ჩცდ“-ს ახალი სერიების ყურება დატვირთული გრაფიკის გამო ვეღარ მოვახერხე. ვერ ვიტყვი, რომ სერიას არ გამოვტოვებ-მეთქი, მაგრამ ვუყურებ. 

- მოერგეთ „კომედი შოუს“?

- მორგების პროცესში ვარ. რთული აღმოჩნდა. „კომედი შოუ“ სულ სხვა რაღაც აღმოჩნდა. წინა დღეს უნდა მოერგო ხან ერთ გმირს, ხან სამს, ხან ოთხს. მეორე დღეს უკვე გადაღებაა. 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე