შმაქსისტების სამი მოთხოვნა და აქცია თბილისში

12:50 10-29-2019

თბილისში „გირჩის“ წევრების, მხარდამჭერებისა და შმაქსის მძღოლების აქცია-მსვლელობა დაიწყო. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ და ორთაჭალის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე აპირებენ მისვლას.

ნებისმიერი ხელის შეშლა შმაქსისთვის არის ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ხელის შეშლა, — ამბობს გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

აქციაზე სამი მოთხოვნა აქვთ:

შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა;

გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს ადამიანებს, როგორც შმაქსისტებს, ასევე, ტაქსისტებს;

გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა.