„თეგეტა შენთან ერთად ბიზნესისთვის“ - „სპეცტექნიკის დღეები“ თეგეტაში

12:15 10-29-2019
9

კამპანიის „თეგეტა შენთან ერთად ბიზნესისთვის“ ფარგლებში 26 ოქტომბერს, „თეგეტა მოტორსმა“, შვილობილ კომპანიებთან, „თეგეტა თრაქ ენდ ბასთან“ და „თეგეტა კონსტრაქშენ ექვიფმენტთან“ ერთად, მასშტაბური ღონისძიება გამართა - „სპეცტექნიკის დღეები“ შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“.

„თეგეტა მოტორსი“, შვილობილ კომპანიებთან ერთად, არაერთი წელია, სპეცტექნიკის მიმართულებით ოპერირებს და ხელს უწყობს ადგილობრივი პროექტების განხორციელებას, აქტიურად თანამშრომლობს ყველა იმ მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან, რომლებიც სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ. თანამშრომლობის ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანიები სარგებლობენ ჰოლდინგის მიერ შეთავაზებული მსოფლიოს წამყვანი პრემიუმ ბრენდების პროდუქციით და მათი შემდგომი მომსახურებით.

 „სპეცტექნიკის დღეებზე“ წარმოდგენილი იყო გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის, ბრიტანული #1 სამშენებლო ტექნიკის ბრენდის JCB-ისა და საგზაო ტექნიკის და ასფალტის ქარხნების შვეიცარიული წარმოების Ammann-ის პროდუქცია.

ღონისძიების პირველი ნაწილი შედგა სამშენებლო ობიექტზე, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცათ, ადგილზე ენახათ სპეცტექნიკის მუშაობა,  შეეფასებინათ მათი შესაძლებლობები და უპირატესობები.

„სპეცტექნიკის დღეების“ მეორე ნაწილი პრეზენტაციებს დაეთმო, ამავე ნაწილში პრეზენტაციით წარდგა თეგეტა აკადემია. აკადემიის მთავარი მისიაა, შექმნას ტრენინგების ისეთი პლატფორმა, რომლითაც აამაღლებს სხვადასხვა კომპანიებისა და მათი თანამშრომლების ცოდნას, მათ შორის სპეცტექნიკისა და მისი გამოყენების მიმართულებით. სტუმრებს, ასევე, საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ კომპანიისა და მასში შემავალი ბრენდების სიახლეებს, ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. პრეზენტაცია დაასრულა თიბისი ლიზინგმა, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს კომპანიის სტრატეგია და ახალი პროექტები გააცნო.

ღონისძიების მთავარი პარტნიორი გახლდათ ბიზნესის ხელშემწყობი #1 ბანკი თიბისი და ლიდერი სალიზინგო კომპანია თიბისი ლიზინგი.