ტრამპმა გამოაქვეყნა ძაღლის ფოტო, რომელიც ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა

12:11 10-29-2019

დონალდ ტრამპმა იმ ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობდა.

„ჩვენ იმ არაჩვეულებრივი ძაღლის ფოტოს ვაქვეყნებთ, რომელმაც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დატყვევებასა და სიკვდილში დიდი წვლილი შეიტანა“,- წერს ტრამპი.

ცნობილია, რომ ძაღლი გაქცეულ ტერორისტს სირიაში, გვირაბში ბოლომდე დაედევნა. დაეშის ლიდერმა თავი შვილებთან ერთად აიფეთქა.