ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ირაკლი სუთიძე

საზოგადოება 1713526879

სამწუხარო ინფორმაცია - ცნობილი მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა

69 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაცია, თავდაპირველად, ირაკლი სუთიძის მეუღლემ, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.ირაკლი სუთიძის გარდაცვალებას ემოციური სტატუსებით ეხმიანებიან მისი კოლეგები და მეგობრები.„არ იქნებოდა ეს ცხოვრება საინტერესო უმისოდ. არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი და მეც ჩუმად მირჩევნია ვიყო“, – წერს ლელა ბაკურაძე სოციალურ ქსელში.

სოსო არჩვაძე

პოლიტიკა 1713526338

ამგვარი გრძელვადიანი და პოზიტიური პროგნოზი ასეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას ჯერ არ გაუკეთებია, რაც ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და განვითარების მზარდ პოტენციალს - სოსო არჩვაძე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპროგნოზო შეფასებით, საქართველო დეკადური (ათწლიანი) ეკონომიკური ზრდის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.მისი განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიტიური პროგნოზი რამდენიმე ასპექტით იმსახურებს ყურადღებას, მათ შორის აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და განვითარების მზარდ პოტენციალს.როგორც არჩვაძე აღნიშნავს, საქართველოს წინსვლისთვის საკმაოდ სოლიდური ფაქტორები არსებობს, ახლა მთავარია, ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობიანი გარემო."საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპროგნოზო შეფასებით, საქართველო დეკადური (ათწლიანი) ეკონომიკური ზრდის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა. კერძოდ, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით:ა) მშპ-ის რეალური ზრდის ტემპით 2-3-ე ადგილი გაიყო ინდოეთთან (საშუალო წლიური ზრდა = +5.3%);ბ) მიმდინარე ფასებში მშპ-ის ზრდის ტემპით, ვალუტის მყიდველობითი უნარიანობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2029 წელს გადააჭარბებს 35.6 ათას დოლარს, ნაცვლად ამჟამინდელი 23.2 ათასი აშშ დოლარისა;გ) უცვლელ (მუდმივ) ფასებში მშპ-ის ზრდის ტემპით. - აღნიშნული მაჩვენებელი გაიზრდება14.0 ათას დოლარამდე, ნაცვლად ამჟამინდელი 8.2 ათასი აშშ დოლარისა. უკვე ათწლეულის ბოლოს (2030 წელს) საქართველო მყარად დაიმკვიდრებს ადგილს მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის.აღნიშნული პარამეტრები, გარდა იმისა, რომ საკმაოდ პოზიტიური ინფორმაციის მატარებელი არიან, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რამდენიმე მაკროეკონომიკური და მონეტარული ასპექტით. კერძოდ:ჯერ ერთი, ამგვარი გრძელვადიანი და მით უფრო, პოზიტიური პროგნოზი, ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფონდია, ჯერ არ გაუკეთებია. ამით ეს ორგანიზაცია ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და განვითარების მზარდ პოტენციალს;მეორე, საქართველოს მოხვედრა ეკონომიკური ზრდით ლიდერ სახელმწიფოებში მით უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის კოვიდპანდემიით გამოწვეული ვარდნა ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს 1.5-ჯერ აღემატებოდა. რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკით მოხერხდა ვარდნის არა თუ შეჩერება, არამედ დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა და ამჟამად საქართველოს სამამულო პროდუქტი (მშპ) პანდემიანდელს თითქმის 1.3-ჯერ აღემატება. ეს კი განსაკუთრებით დასაფასებელია მაღალი საერთაშორისო რისკების, გამოწვევებისა და კონიუნქტურის ხშირი და უსისტემო ცვლილების პირობებში;მესამე, სავალუტო ფონდის საპროგნოზო მაჩვენებლები გულისხმობენ საქართველოში დაბალ ინფლაციას და მეტ-ნაკლებად სტაბილურ გაცვლით კურსს, რაც პოზიტიური ნიშანია უცხოელი ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებისა და ინვესტორებისათვის ჩვენს ქვეყანასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად. ეს კი უკვე თავისთავად მნიშვნელოვანი მულტიპლიკაციური ეფექტის მატარებელია ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის საგრძნობი ამაღლებისთვის.სავალუტო ფონდიდან წამოსული ინფორმაცია ადასტურებს, რომ საქართველოს წინსვლისთვის საკმაოდ სოლიდური და მზარდი კუმულატიური მუხტის მატარებელი ფაქტორები არსებობენ. ახლა მთავარია, ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობიანი გარემო და სამოქალაქო კონსენსუსი მისი უალტერნატივობის შესახებ." - წერს სოსო არჩვაძე.

პროკურატურა

საზოგადოება 1713526187

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, თბილისში, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ქ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა გ.რ-ს და კ.ბ-ს. აღნიშნულის შემდეგ იგი შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც დაზარალებულების თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებული ვ.ს. დაედევნა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახითაფო დაზიანება მიაყენა თავის არეში. სამივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, ორი პირის, მათ შორის ს.ქ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და იგი რეანიმაციაში გადის მკურნალობას.სამართალდამცველებმა ბრალდებული ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკა 1713525692

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოს შეხვდნენ.მხარეებმა მიმოიხილეს მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ბანკის დაფინანსებით ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.ხაზი გაესვა თანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, მწვანე ეკონომიკის, კლიმატის ცვლილებების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, კაპიტალის ბაზრების განვითარების, ასევე კერძო-საჯარო პარტნიორობის, ფინანსური სექტორის განვითარების მიმართულებით.ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს გააცნო ეკონომიკაში დღეს არსებული მდგომარეობა და მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგი.შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე. 

ursula fon der laini

მსოფლიო 1713525571

ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ისრაელსა და ირანს, მოვლენების შემდგომი ესკალაციისგან თავი შეიკავონ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებს ისრაელსა და ირანს, მოვლენების შემდგომი ესკალაციისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.„აუცილებელია, რომ რეგიონმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და ყველა მხარემ თავი შეიკავოს შემდგომი ქმედებებისგან“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.დღეს დილით ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანა - ცნობა ტელეკომპანია ABC-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ისპაჰანის თავზე სამი დრონი ჩამოაგდო, რასაც მცირე აფეთქებები მოჰყვა, თეირანში აცხადებენ, რომ ისპაჰანში მომხდარის გამო ისრაელს არ უპასუხებენ.