ის ტერორისტებისთვისაც განსაკუთრებით სასტიკი ადამიანია - ვინ განიხილება ISIS-ის ახალ ლიდერად

11:19 10-29-2019
3270

მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის ქალაქ მოსული აიღო, საჩვენებელი სიკვდილით დასჯები, ჯვარზე გაკვრა, ელექტროენერგიით წამება და სხვა სასტიკი ქმედებები ამ ქალაქისთვის ჩვეულებრივი დღის ნაწილი გახდა. 

2014 წელს, ISIS-ის ლიდერ ალ-ბაღდადს მოსულში მისმა მტკიცე მხარდამჭერმა აბდულა ქარდაშმა უმასპინძლა. 

ქარდაში ყოფილი ერაყელი ოფიცერია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“  განსაზღვრებებითაც კი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მოსული ქარდაში ბაზა იყო, სადაც შარიათის კანონებით ყველაზე მკაცრად ასამართლებდნენ ადამიანებს. 

ჰომოსექსუალობაში ეჭვმიტანილებს აგდებდნენ ფანჯრიდან, ხოლო ქალებს, რომლებსაც გარყვნილებაში სდებდნენ ბრალს, ქოლავდნენ ქვებით. იმ ადამიანებს, ვისაც ღალატში დაადანაშაულებდნენ თავს კვეთდნენ.

width=600

მოსულის ლიდერ ქარდაშს თავისივე წრეებში რამდენიმე მეტსახელი ჰქონდა, მათ შორის იყო პროფესორი და გამანადგურებელი. ორივე სახელი მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეობს. 

ქარდაში ახალგაზრდობაში სადამ ჰუსეინის რეჟიმის სამხედრო იყო. ISIS-ის წამების სტილი, ისეთი როგორიცაა ხელების მოჭრა, წამების ვიდეოზე გადაღება - ეს ყველაფერი ქარდაშმა ჰუსეინის რეჟიმის დროს შეისწავლა. 

ქარდაშის სიძულვილი დასავლეთის მიმართ 2003 წლის ერაყის ომის შემდეგ გამძაფრდა. სხვადასხვა ინფორმაციით თანახმად, ქარდაში ამერიკელებს ომის შემდეგ დაკავებული ჰყავდა და მას ბრალად ეყენა „ალ-ქაიდასთან“ კავშირი. ზუსტად აქ დაუახლოვდა ის ალ-ბაღდადის.

სწორედ ქარდაში განიხილება ტერორისტების ახალ ლიდერად. ექსპერტების თქმით, ქარდაში ამტკიცებს, რომ წინასწარმეტყველი მუჰამედი შთამომავალია. ისლამის ტრადიციის თანახმად, ეს მას უფლებას აძლევს გამოაცხადოს ისლამის ხალიფატი - ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა. 

შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.