არასდროს მისაუბრია ამ თემაზე - რატომ გამოიქცა სახლიდან მარიამ კუბლაშვილი

23:11 10-28-2019
5680

„არასდროს მისაუბრია ამ თემაზე და არც მეგონა თუ ვისაუბრებდი“ - ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თავისი ცხოვრების გაუხმაურებელ ისტორიას იხსენებს. მან „ფარულ კონვერტში“ საკუთარ ძმაზე ისაუბრა, რომელიც მის მიმართ აგრესიული იყო.

„ ჩემი ძმა რთული ხასიათის იყო, შიგადაშიგ აგრესიულიც. მოჭიდავეების ხმაურიან აქციაზე დააკავეს, 2,6 წელი მოიხადა, სასჯელის მოხდის შემდეგ ჩაიკეტა...  

ვერავინ ვერ უვლის ახლა. მის საცავში, მის კარს მიღმა ვერ შეაღწევ, ვერ გადააბიჯებ ზღვარს. არ გაძლევს ამის საშუალებას... მე ვუზრუნველყოფ მას ფინანსურად...

ცეკვავენ ვარსკვლავებში მონაწილეობა გადაწყვეტილიც არ მქონდა. იყო მხოლოდ შეთავაზება. ეს მან მიიღო ისე, რომ ეს არის რეპუტაციულად შეურაცხმყოფელი ქმედება, რაც შეიძლება მე გავაკეთო და მივაყენო ზიანი ჩვენს ოჯახს. აქ დაიწყო სწორედ ტრადიციებზე საუბარი - შენ ამ ტრადიციების ფონზე უნდა გამოხვიდე და სტრიპტიზი უნდა იცეკვოო?.. ზუსტად ასე მითხრა. ამის შემდეგ ინციდენტი მოხდა სახლში. ამ ინციდენტის მერე გამოვიპარე სახლიდან და 7 თვე არ დავბრუნებულვარ. ბინა ვიქირავე ჩემს შვილთან ერთად და დავტოვე ჩემი ძმა ჩემს ბინაში, რომელიც ჩემი შეძენილია. ის მეძებდა“ - ყვება კუბლაშვილი.