ახლა პირველად და უკანასკნელად ვაზიარებ საჯაროდ - ზესტაფონში გარდაცვლილი ბიჭის მეგობარი

20:30 10-28-2019
27284

გუშინ ზესტაფონში 23 წლის ერეკლე პაპიძემ სიცოცხლე თვითმკლელობით დაასრულა. ერთ-ერთი ახლობელი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ემშვიდობება.  

„ჩემთვის შენ იმდენჯერ გაცოცხლდები, რამდენჯერაც ჩატს გავხსნი და ერთმანეთისთვის გაგზავნილ სიმღერებს ჩავრთავ. შენ ახლაც ცოცხალი ხარ ჩემთვის. ყურში ჩამესმის შენი ინტონაციით ნათქვამი „ნახე ეს რა მაგარი სიმღერაა“. მთელი დღეა გაუჩერებლად ვატრიალებ პირველ სიმღერას, რომელიც ერთმანეთის გარდა არავისთვის გაგვიზიარებია და ახლა პირველად (უკანასკნელად) ვაზიარებ საჯაროდ.

Sonata arctica-Shy - ხო, მართლაც რომ შენზეა ეს სიმღერა, ახლა ვისღა გავუგზავნო?! მადლობა წვიმიან დღეებში ტკბილად ჩაძინებულს გაღვიძება, ადგომა და ჩემი დანიშნულების ადგილამდე მიყვანა, რომ არ გეზარებოდა ხოლმე.

მადლობა დაუვიწყარი ფლეილისტისთვის, მადლობა წითელი ყვავილისთვის.“ - წერს ლანა ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ ერეკლე პაპიძე ზესტაფონში ე.წ.კვალითის დასახლებაში ცხოვრობდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115–ე მუხლითაა დაწყებული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გავრცელებული ცნობით, მან თავი საპირფარეშოში ჩამოიხრჩო.