გოგოს, რომელიც გარდაცვლილ მამას sms-ებს რეგულარულად წერდა, 4 წლის შემდეგ პასუხი მოუვიდა

19:09 10-28-2019
3223

ჩესტიტი პატერსონი აშშ-დან ვერ ეგუებოდა მამის გარდაცვალებას, ვიდრე ერთ დღეს „განსაკუთრებული ნიშანი“ მიიღო.

ჩასტიტიმ Facebook-ზე დაწერა ისტორია, რომელიც უამრავი ადამიანის გულს შეეხო მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მამა მან 4 წლის წინ დაკარგა. ჯეისონი მისი ბიოლოგიური მამა არ ყოფილა, მაგრამ ღვიძლი მშობელივით უყვარდა. იმისათვის, რომ ტკივილისთვის გაეძლო, გოგონამ გადაწყვიტა მისთვის ძველებურად ყოველ დღე sms--ები მიეწერა. ამ სტორიის შესახებ Mirror. წერს.

ის უყვებოდა მას, როგორ ებრძოდა სიმსივნეს, როგორ დაამთავრა სასწავლებელი, როგორ ატკინა გული მეგობარმა ბიჭმა... მეოთხე წელს მისწერა, როგორ ძალიან ენატრება მამა და რომ უნდოდა ის თავის ქორწილში ენახა, როგორ მიიყვანდა საკურთხეველთან. უნდოდა დაენახა, რომ მისი გოგონა ღირსეული ქალიშვილია და ეამაყა ამით.

„გამარკობა მამა! ხვალ ისევ მძიმე დღე იქნება. 4 წელია გავიდა, რაც დაგკარგე, მაგრამ დღე არ გასულა, რომ არ მომნატრებოდი... უბრალოდ მინდა გითხრა, მიყვარხარ“ - წერდა 23 წლის გოგონა.

მოულოდნელად ამ მესიჯზე ჩესტიტის პასუხი მოუვიდა მამის ნომრიდან, რომელიც, როგორც გაირკვა, უკვე სხვა აბონენტის საკუთრება იყო. მას წერდა მამაკაცი სახელად ბრედი, რომელსაც ასევე საშინელი ტრაგედია ჰქონდა გადატანილი. მას ავარიაში საყვარელი ქალიშვილი დაეღუპა და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩესტიტის შეტყობინებები მას ძალას აძლევდა. მან უამბო გოგონას, რომ ყოველ ჯერზე სულმოუთქმელად ელოდებოდა მის მორიგ შეტყობინებას, ამაყობს მისით და ბოლოსდაბოლოს პასუხის გაცემა გადაწყვიტა.

ამ საოცარმა „ნიშანმა“ ორივეს მისცა იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი მწუხარება „გაეშვათ“.

„მე ქალიშვილი დავკარგე ავარიაში 2014 წელს და შენმა sms-ებმა სიცოცხლე შემინარჩუნეს... ეს წლები სულ მინდოდა პასუხი მომეწერა, მაგრამ მეშინოდა, შენთვის გული არ გამეტეხა. მენდომებოდა, რომ ჩემი გოგონა ზუსტად ისეთი გაზრდილიყო, როგორიც შენ ხარ“, - წერდა ბრედი.