ვის შეიძლება მოუვიდეს აზრად 86 წლის დაუძლურებლი ბერიკაცის მოკვლა - დედა ბარბარე ივანიშვილი

18:26 10-28-2019
20114

„ვის შეიძლება მოუვიდეს აზრად 86 წლის დაუძლურებლი ბერიკაცის მოკვლა. ეს არის ტყუილი და ეჭვიანობის ნიადაგზე ბოდვა“ ,- ამბობს დედა ბარბარე ივანიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

როგორც დედაო გვიყვება, მეუფე იაკობს ამ ეტაპზე სულიერად ძალიან უჭირს და მის ამ მდგომარეობას ალკოჰოლური სასმელის მოხმარებაც ემატება.

„არ დაიჯეროთ რომ ამ დაუძლურებული მოხუცის, უწმინდესის მოკვლა ვინმეს უნდოდეს. არც მამა გიორგის, არც მითუმეტეს ბიძინას და გახარიას, მანამდე მიშას და „ნაციონალებსაც“ აბრალებდნენ. ეს არის ტყუილი და ეჭვიანობის ნიადაგზე ბოდვა. 86 წლის დაუძლურებული ბერიკაცის მოკვლა ვის შეიძლება მოუვიდეს აზრად, ისედაც უახლოვდება დაისს. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. ასეთი ღვთისმგმობელი და უგუნური არა მგონია ვინმე იყოს ამ ქვეყნად საშვილიშვილოდ დაიწყევლოს ღვთისგან. არ დაიჯეროთ. არავის არ სურდა, არ მჯერა. 15-20 წლის წინ შეიძლებოდა ალბათობის დაშვება, მაგრამ ასეთი დაუძლურებული მოხუცის მოკვდინება როგორ შეიძლება ფიქრშიც კი დაუსვას ვინმემ. მეუფეს კი სულიერად ძალიან უჭირს ამ ეტაპზე, სასმელიც ხომ იცით რას უშვება ადამიანს. იმედია გადალახავს ამ განსაცდელს. მეუფე იაკობი ახლა უძლურებაშია და განვიცდი მის მდგომარეობას“, - ამბობს დედა ბარბარე ივანიშვილი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე