„არ ვიცოდი თუ მამას ვეღარასოდეს ვნახავდი“- დღემდე უცნობი წერილი, რომელიც ტიტანიკის მგზავრს ეკუთვნის

17:12 10-28-2019
53

ტიტანიკის შესახებ გადაღებულ სატელევიზიო დოკუმენტურ სერიალში გემის ტრაგიკულ ჩაძირვამდე რამდენიმე წუთით ადრე მომხდარი დეტალები ირკვევა.

დოკუმენტური სერიალის ავტორებმა მიაგნეს დღემდე უცნობ წერილს, რომელიც ტიტანიკის ერთ-ერთ მგზავრს ეკუთვნის. მაიკლ ნავრატილი 4 წლის იყო, როდესაც საბედისწერო გემზე თავის 2 წლის ძმასთან და მამასთან ერთად იმყოფებოდა.

მცირეწლოვანი ძმები 1912 წლის ტრაგედიას გადაურჩნენ, თუმცა მაიკლი 1912 წელს გარდაიცვალა. მაიკლის წერილს მისი შვილთაშვილი ელისაბეთი ინახავდა.

წერილში აღწერილია ოჯახის მიერ, გემის ჩაძირვამდე, ერთად გატარებული უკანასკნელი წუთები.

„მამაჩემმა გამაღვიძა. ხელში ამიყვანა და ტიტანიკის გემბანზე გამიყვანა. მე და ჩემი ძმა სამაშველო ნავში ჩაგვსვეს, რომელიც უკვე თითქმის გავსებული იყო. მამამ დამაბარა დედასთვის მეთქვა თუ როგორ უყვარს, შემდეგ კი მან დაგვტოვა. არ ვიცოდი თუ მამას ვეღარასოდეს ვნახავდი. მახსოვს ის როგორ დაუშვეს სამაშველო ნავი ტიტანიკიდან. მახსოვს ნავის წყალზე დავარდნის ხმაც. დავიძარით და გემს მოვშორდით. ჩამეძინა... როცა გავიღვიძე ტიტანიკი მოშორებით ჩანდა. ზღვა კი თეთრი იყო,“- წერდა მაიკლი თავის წერილში.

მაიკლისა და ედმონდის მამამ შვილები გადაარჩინა, თავად კი გემბანზე დარჩა და მას მერე იგი აღარავის უნახავს.

ხომალდი ტიტანიკი ჩრდილო ატლანტიკის ოკეანეში 1912 წელის 14 აპრილს აისბერგს შეეჯაა, 15 აპრილს კი გემი მთლიანად ჩაიძირა. დაიღუპა 1514 ადამიანი.

ტიტანიკის შესახებ დოკუმენტური სერიალი UKTV-ზე გადის.

ავტორი: მარიამ გიგანი