ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გიორგი ქოჩორაშვილი

სპორტი 1711632886

VIDEO: ნახეთ, რა თქვა ინტერვიუში გიორგი ქოჩორაშვილმა, ესპანეთში დაბრუნების შემდეგ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთში დაბრუნდა. აეროპორტში მას Superdeporte-ს ჟურნალისტი დახვდა, რომელთანაც გიორგიმ მცირე კომენტარი გააკეთა.ქოჩორაშვილმა საუბარი ევრო 2024-ზე გასვლით დაიწყო, მაგრამ ის უკვე ფოკუსირებულია ახალ სეზონზე:"საქართველოში ისტორია დავწერეთ, ჩვენთვის ყველაზე მთავარია ეროვნულ ნაკრებში თამაში. უნდა დავტკბეთ ამ სიხარულით, მაგრამ ახლა კონცენტრაცია აწმყოზე უნდა გავაკეთოთ და უკვე ორიენტირებული ვარ ლევანტებს მატჩებზე".სანამ ევრო 2024 იქნება, მანამდე ლა ლიგა 2-ში სეზონი უნდა დასრულდეს. 24 წლის ქართველი ფეხბურთელიც ამ ეტაპზე მხოლოდ საკლუბო მატჩებზეა კონცენტრირებული და სურს ლევანტეს ლა ლიგაში დაბრუნებაში დაეხმაროს."მთავარი ის იყო, რომ ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. თუმცა ახლა მგზავრობისგან დაღლილი ვარ, ბაზაზე უნდა წავიდე, ძალები აღვიდგინო და გუნდთან ერთად ვარჯიში დავიწყო. მინდა ლევანტეს დავეხმარო ლა ლიგაში აღზევებაში, იქ დაბრუნებაში, სადაც ყოფნას იმსახურებს და დროა, ლევანტესთვის ყველაფერი გავაკეთოთ".  #LevanteUD 🐸 | 👏🇬🇪 Kochorashvili llega a Valencia tras hacer historia con Georgia 🗣️ "Ahora lo más importante es ascender con el Levante"🎥 @RafaEsteve19📰 Todas las declaraciones del levantinista a SUPER en nuestra web 🔗 https://t.co/ZRFaAUvMz8 pic.twitter.com/wVO5afVsBY — Superdeporte (@superdeporte_es) March 28, 2024

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი 1711632780

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნეაპოლის ტურნირზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნეაპოლის ჩელენჯერის ტურნირზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო.ბასილაშვილმა ტურნირის 1/16 ფინალში ტუნისელი აზიზ დუგაზი სამ სეტში, 4:6, 6:1, 7:6 (7:1) დაამარცხა და მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.ნიკოლოზმა გასულ კვირას ესპანეთში, მურსიის ტურნირზე ითამაშა და ფინალში გასვლა მოახერხა. გადამწყვეტი შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე მან ექვსი მეტოქე დაამარცხა.ნეაპოლის ჩელენჯერის მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ კორენტინ მოუტეს შეხვდება.

givi

კულტურა 1711632409

„გივი, გივი, ჩვენ ვართ!“ - სინამდვილეში ვინ ყოფილა უჩინარი გივის რეალური პროტოტიპი

ელდარ შენგელაიას კინოკლასიკაში - "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" უამრავი ფრთიანი ფრაზაა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში მუდმივად არის, საუბარში დამკვიდრებულია. "გაიტანეთ", "ქუდიი", "საიდან შეგაქანათ", "არ გვჭირდება, მაგრამ მოიტანეს", "შესვენებაზე გავდივარ, შეიძლება არ დავბრუნდე", "რატომ ბრაზობ, სოსო?" გზაში დამაწიეთ", "დეფიციტში გარღვევაა", "გივი, ჩვენ ვართ". სწორედ ამ უკანასკნელს სულ ელოდები ფილმის მანძილზე, ეგებ გამოჩნდეს, ვინ არის, რას აკეთებს, რატომ აკითხავენ ან ვის ემალება?ამ გენიალური ფილმის სცენარის ავტორი, მწერალი რეზო ჭეიშვილი თავის ინტერვიუებში ამბობდა, რომ "ცისფერ მთებს" თავისი რეალური პროტოტიპები ჰყავდა, მათ შორის - ამ უჩინარ გივისაც.რეზო ჭეიშვილი: ვაჟა ზაზაევიჩს თავისი პროტოპი ჰყავდა. ბატონ ვასო ჩორგოლეიშვილის გმირსაც. ერთი ჩემი ახლო მეგობარი იყო გივი ძნელაძე, პოეტი (აწ განსვენებული), რომელსაც სულ ეძებდნენ რედაქციაში. "ცისკრის" და "საუნჯის" პოეზიის განყოფილებებში, ბევრი მასალა იყრიდა თავს; ყველასთვის პასუხის გაცემა ძალიან ძნელი იყო. გივი, ჩვენ ვართ, გივი სად არის, გივი, ამ ჩემს მეგობარს სულ ეძებდნენ. ასე გაჩნდა პერსონაჟი, რომელიც არ ჩანს! საერთოდ არ არის!ასევე დაგაინტერესებთ: „წერას ვერ ვაგრძელებდი, რადგან ღვთისმშობელს ვერაფერს ვადარებდი. დღეს დილით კი იდეა მომივიდა... გვითხრა და შავი ღვინის ბოთლი გახსნა...“ - გურამ დოჩანაშვილი 85 წლის გახდებოდა"არსებობს სუნები, რომლებიც რაღაცას გახსენებენ. ნამდვილი სუნები, როგორიცაა ბალახის, თივის, პურის..." - რეზო გაბრიაძე 87 წლის გახდებოდა"შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ელდარმა, "არაჩვეულებრივ გამოფენაში", არიადნას დედა ათამაშა" - ამბავი, თუ როგორ უყვარდა რეჟისორი სიძე ანა პავლოვნას

ვალუტის კურსი

ფინანსები 1711632240

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6978 ლარი ეღირება, ევრო – 2.9112 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4035 ლარი.დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7084 ლარი ღირდა, ევრო – 2.9337 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4215 ლარი.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 29 მარტს ამოქმედდება.

გაუგზავნეთ ჩვენი სიყვარული ქეითს

მსოფლიო 1711630200

„გაუგზავნეთ ჩვენი სიყვარული ქეითს“ – დედოფალ კამილას ხალხი უელსის პრინცესას მხარდამჭერი პლაკატებით დახვდა

დედოფალი კონსორტი კამილა ამჯერად ფერმერთა კუთვნილ მარკეტში იმყოფებოდა, სადაც მის შესახვედრად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. შეკრებილებს სურდათ გაემხნევებინათ სამეფო ოჯახი და პერსონალური ბარათები გაეგზავნათ უელსის პრინცესისთვის, რომელიც ახლა კიბოს წინააღმდეგ მკურნალობის კურსს გადის. კამილას შეკრებილებმა უამრავი სუვენირი გადასცეს, მათ შორის პლაკატი წარწერით, ,,გაუგზავნეთ ჩვენი სიყვარული ქეითს“.კამილას განცხადებით, ქეითი უზომოდ ბედნიერია ხალხის ასეთი სიყვარულით და მოუთმენლად ელის საჯარო გამოსვლას. თავის მხრივ კამილამ საჩუქრად მისი და მეფე კარლის პორტრეტიც მიიღო, რომელიც სპეციალურად მათთვის გულშემატკივარმა დახატა.