გარკვეულ ძალებს სურთ მეუფე იაკობის დემონიზირება - საპატრიარქოს იურისტი

13:51 10-28-2019
105

„მე მგონია რომ გარკვეულ ძალებს სურთ მეუფე იაკობის დემონიზირება“,- ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.

დაიწყება თუ არა საქმეზე გამოძიება იურისტი არ არის დარწმუნებული.

„მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ გარკვეულ ძალებს როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბიძინა ივანიშვილთან. ვის უნდა და ვის არ უნდა გაირკვევა. მეუფე იაკობს განსაკუთრებული კარგი დამოკიდებულება ჰქონდა დღევანდელი მთავრობის მიმართ და ჩემთვის ეს შოკისმომგვრელი იყო. რამდენად სერიოზული იყო მისი განცხადება, მან განმარტება უნდა გააკეთოს,-ამბობს ქარჩავა.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ „ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს.