გვაპატიე, რომ ვერ შევძელით შენს გვერდით დადგომა - ერეკლე პაპიძეს ახლობლები ემშვიდობებიან

01:03 10-28-2019
4562

27 ოქტომბერს ზესტაფონში 23 წლის ერეკლე პაპიძემ სიცოცხლე თვითმკლელობით დაასრულა. მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან და პატიებას სთხოვენ, რომ მას ვერ დაეხმარნენ.

„რით გქონდა გული დამძიმებული ასე ეს რო ჩაიდინე? ნუთუ ვერავინ შეძლო შენი დახმარება? რა ხდებოდა შენს თავს ასეთი ერეკლე რო ეს ჩაიდინე? იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო შენი ამ შეცდომის გამოსწორება მაგრამ განა ახლა აქვს რამეს აზრი? როგორ შეგეძლო ასე მოქცეოდი იმ ადამიანებს ვისაც ძალიან უყვარდი? ძალიან მიმძიმს შენზე ამ ფორმით საუბარი... არ მეგონა შენი მომღიმარი სახის შეცვლა თუ შეგეძლო ესე უცებ და ესე წამიერად... გვაპატიე რომ ვერ შევძელით შენს გვერდით დადგომა ისე როგორც საჭირო იყო... ღმერთმა გაანათლოს შენი ლამაზი სული - წერს გარდაცვლილი ახლობელი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.