ტაქსის მძღოლის მკვლელობის ფაქტზე 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს

00:28 10-28-2019
1174

რამდენიმე საათის წინ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

დაკავებულია 23 წლის ახალგაზრდა..

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვარკეთილში შუახნის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.