დღე, როცა კახი კალაძემ ძმის გარდაცვალება გაიგო - რას ჰყვება თემურ ქეცბაია

20:33 10-27-2019
1428

თემურ ქეცბაია საფეხბურთო სიახლეებთან ინტერვიუში კახი კალაძის ძმის გარდაცვალებას იხსენებს. ამბობს, რომ როცა კალაძემ ეს ტრაგედია გაიგო, ნაკრების მატჩი მაინც ჩაატარა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ  ყოფილ თანაგუნდელ კახი კალაძეზე სამწუხარო ისტორია გაიხსენა და მასზე ისაუბრა.

„კახიმ ამ დღეს შეიტყო თავისი ძმის გარდაცვალების შესახებ, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ნაკრების მატჩი მაინც ჩაატარა. მისი თვალები ყველაფრის მეტყველი იყო, თუ რას გრძნობს ის ამ მომენტში.

„დღეს კალაძეს მოღალატეს ეძახიან და ყველას მარტო ორი შემთხვევითი ავტოგოლი ახსენდება, გავა წლები და კახისაც ისე დააფასებენ, როგორც ჩივაძეს და ყიფიანს.

„დღესდღეობით კი კახა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის (2) გამარჯვების შემდეგ საქართველოს დროშა ააფრიალა, - ამბობს თემურ ქეცბაია.