ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1713958261

ზღვა ემოციები - რა სახალისო საჩუქარი მიიღო ნუცა ბუზალაძემ

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ იტალიელი ქორეოგრაფისგან სახალისო საჩუქარი მიიღო.“ხელის ქანდაკება” იტალიელებისთვის დამახასიათებელი ჟესტიკულაციური საუბრის მანერას უკავშირდება.ვიდეო კადრებში, რომელიც თავად საჩუქრის ავტორმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ნუცას „იტალიური ხელი“ ძალიან მოეწონა და ბევრიც იხალისა.

ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე “ელისო” ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

საზოგადოება 1713957841

ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე “ელისო” ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა,  ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ტარდება.  დაჯილდოება 14 ივნისს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდება. ნატო ვაჩნაძის ფონდის მთავარი პარტნიორები არიან ‘’თეგეტა’’, ‘’თეგეტა ქარსი’’,  გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე “სარაჯიშვილი”, “გალფი”, ‘’Rooms Hotels’’ და სხვა.„ნატო ვაჩნაძის ფონდი” კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა.  ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირიშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.წელს პრემია “ელისო”  სამ ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. თითოეული გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმები.„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას - ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია,  ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია.  აღსანიშნავია ისიც, რომ ელისოს როლის შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილია.ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და ნატალია ჯუღელი.საერთო გადაწყვეტილებით შეირჩევა ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც პრემია ელისოს ნომინანტებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს.ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან პარტნიორობით სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, ვორკშოფები, ლექციები და რეზიდენციები, ასევე კინოჩვენებების მოწყობა, უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და ა.შ.მსურველებს პრემიაზე რეგისტრაციის გავლა შემდეგ ლინკზე შეუძლიათ: ElisoAwardsნატო ვაჩნაძის ფონდის შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით ვებ-გვერდზე: www.natovachnadze.com 

ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა - „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საზოგადოება 1713957643

ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა - „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოში მუსიკალური კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი პროექტ- „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერია.„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ნათია სართანიასა და ჯაბა შავიშვილის მიერ შექმნილი პროექტია, რომლის მიზანი ადრეული 90-იანი და 2000-იანი წლების მუსიკის ხელახლა აღმოჩენა, ფირფიტებზე გადატანა და მათთვის ახალი სიცოცხლის შეძენაა. პროექტის ავტორებმა უკვე მოახერხეს მნიშვნელოვანი ქართველი არტისტების შემოქმედების არა მხოლოდ დაარქივება, არამედ ახალი თაობისთვის მათი გაცნობა და საინტერესო ფორმით შეთავაზება.პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ  90-იანებისა და 2000-იანი წლების შემსრულებლები ის პირველი თაობა იყო, რომელიც დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე. როგორც ნათია სართანია და ჯაბა შავიშვილი განმარტავენ, ამ პერიოდში შექმნილი ალტერნატიული მუსიკა მელომანებისთვის თავისუფლების ხმად იქცა. შესაბამისად, დღეს მათი შემოქმედების ფირფიტებზე გაცოცხლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს ბანკისა და „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ თანამშრომლობის ფარგლებში ოთხი ქართველი არტისტის ფირფიტის გამოცემა იგეგმება. პირველი „ნიკაკოის“ ფირფიტაა, რომელიც მელომანებისთვის უკვე  ხელმისაწვდომია და მუსიკის მოყვარულები მის შეძენას “ვოდკასტში“;  „მორევში“ და XO Vinyl shop- ში  შეძლებენ.„საქართველოს ბანკისთვის ქართული კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი არტისტების შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და ახალი ფორმით წარდგენა, ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროექტის „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ჯგუფთან ერთად შეგვექმნა ოთხი გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი ქართველი არტისტის ფირფიტა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შევძინოთ მათ შემოქმედებას ახალი სიცოცხლე და მსმენელისთვის უფრო ხელშესახები გავხადოთ ისინი“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის ბრენდის გუნდში.ფირფიტების გამოცემა ლიმიტირებული ტირაჟით მოხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული ფირფიტის წარმოება გრძელვადიან პროცესს გადის და უმეტესწილად ჩანაწერების კარგი ხარისხით მიგნებასა და მათ უკან მდგარი ისტორიების აღმოჩენაზეა ორიენტირებული. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, ამის მიზეზი ადრეულ 90-იან და 2000-იან წლებში ხმის ჩამწერი სტუდიების არარსებობა იყო, რის გამოც არტისტები ძირითადად საკუთარ სახლებში მოწყობილ სტუდიებში მუშაობდნენ. როგორც საქართველოს ბანკის გუნდში აცხადებენ, პარტნიორობის ფარგლებში ოთხი ფირფიტა 2024 წლის ბოლომდე გამოიცემა. მანამდე კი „ნიკაკოის“ პირველ ფირფიტასთან დაკავშირებული ვიდეოს ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე. 

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1713957143

ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდადებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილს გრიგორიადისის შეწყალება დაავალეს, რაც მან სიამოვნებით შეასრულა.ექსპერტის თქმით, ზურაბიშვილმა თავისი საქციელით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს და ქართველ ხალხს. მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტის გამოცემით, ქართველ პოლიციელებს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა."ვისაც ნოდარ დუმბაძის შესანიშნავი „თეთრი ბაირაღები“ წაკითხული აქვს, ის ეპიზოდიც უნდა ახსოვდეს, როცა საკანში მყოფები ერთ-ერთის საბრალდებო დასკვნის გაცნობის შემდეგ, ლამის სასიკვდილოდ სცემენ პატიმარს. ასევე გემახსოვრებათ, როგორ უხსნის ცემის მიზეზს ბატონი ისიდორე ზაზა ნაკაშიძეს, ამათ (ციხეში მყოფებს) რომ უყურებ თავიანთი ცოლები და ოჯახები მეგობრებისა და ძმაკაცების იმედზე ჰყავთ დატოვებულიო (იმ ნაცემმა პატიმარმა კი როგორც გაირკვა ძმაკაცის ცოლზე იძალადა).ახლა წარმოვიდგინოთ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობის გამო იყო დაპატიმრებული, სააკაშვილის დროინდელ, სისასტიკით გამორჩეულ ციხეში რომ მოეთავსებინათ... ცხადია, მე იმ ადამიანთა კატეგორიას ვეკუთვნი, რომელსაც ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია ადამიანის ცემა-ტყეპა, წამება, მით უმეტეს, როდესაც საქმე პატიმარს ეხება; მიესაჯა და მორჩა - უნდა მოიხადოს სასჯელი. თუმცა, იმის გაგებაც მიჭირს, ზე-დემოკრატიულ და ზე-განვითარებულ ნორვეგიაში, როგორ აკმაყოფილებენ ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული ბრეივიკის (ახალგაზრდულ ბანაკში,რომ შევარდა და რამდენიმე ახალგაზრდა სიცოცხლეს გამოასალმა!) თხოვნას მისთვის დამატებით რაოდენობის შოკოლადის გამოყოფაზე. კარგი, თავს დავანებებ ნორვეგიას, თუმცა, წამით არ მეპარება ეჭვი იმის თაობაზე, ანდერს ბრეივიკს სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად შეიწყალებდა. კი ბატონო, რასაკვირველია თუ დაავალებდნენ ისე, როგორც დღეს შეიწყალა პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობისთვის დაპატიმრებული გრიგორიადისი. მას ის არავითარი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია - უთხრეს, დაავალეს და მანაც სიამოვნებით აღასრულა შესაბამისი აქტი. იკითხავთ, რატომ? - რატომ და, თავისი აზრით, კიდევ ერთხელ ამწარებს „ქართულ ოცნებას,“ სინამდვილეში კი, ადასტურებს, რომ ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, პატივს არ სცემს არ საქართველოს კონსტიტუციას, არც კანონს, ხალხს და თუ ვინმე განსაკუთრებით ეზიზღება და მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია. ამიტომაც, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ქართულ პოლიციას კიდევ ერთხელ ესროლა მოლოტოვის კოქტეილი." - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

კანადამ კომპანია Airbus-ს რუსული ტიტანის გამოყენების ნებართვა მისცა

მსოფლიო 1713957000

კანადამ კომპანია Airbus-ს რუსული ტიტანის გამოყენების ნებართვა მისცა

კანადამ კომპანია Airbus-ს, სანქციების მიუხედავად, თვითმფრინავების წარმოებაში რუსული ტიტანის გამოიყენის ნება დართო. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.„Airbus-მა იცის კანადის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ და მოიპოვა საჭირო ავტორიზაცია, რათა უზრუნველყოს, რომ Airbus-ის ოპერაციები მოქმედი სანქციების შესაბამისი იყოს“, – განუცხადეს Airbus Canada-ში “როიტერს”.როგორც “როიტერი” წერს, კომპანიას სააგენტოსთვის ნებართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მიუწოდებია და არც ის დაუკონკრეტებია, რამდენ ხანს იქნება ეს ნებართვა ძალაში.კანადის მთავრობაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.