ბათუმში ნატოს გემები შემოვიდნენ

12:33 10-25-2019
261

დღეს, ბათუმის ნავსადგურში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის გემები: იტალიის საფლანგო ხომალდი და თურქეთის ხომალდი AMASRA შემოვიდა.

ნატოს ხომალდების შემოსვლამდე ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო ხომალდი  Porter-ი იმყოფებოდა, რომელმაც პორტი ცოტა ხნის წინ დატოვა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, თემურ კეკელიძის ინფორმაციით, ნატოს მუდმივმოქმედი შენაერთის და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდები და აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფები ერთობლივ წვრთნებს 28-30 ოქტომბერს გამართავენ.