ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება 

09:02 10-25-2019
16

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვა ავღანეთში საერთაშორისო მისიის მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე. მიმართვაში ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და მასში საქართველოს წვლილზე ისაუბრებს.