მალე ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს მამაკაცებიც მიიღებენ

22:16 10-23-2019
150

მეცნიერები თითქმის ნახევარი საუკუნეა მუშაობენ კონტრაცეფციის აბებზე, რომელთა მიღებასაც მამაკაცები შეძლებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ კონტრაცეფტივი ფაქტობრივად მზად არის, უცნობია ჩაეშვება თუ არა ის გაყიდვაში. 

BBC-ი წერს, რომ ფინანსების ნაკლებობა და კაცების მხრიდან სავარაუდო უგულებელყოფა, სერიების გამოშვებას აფერხებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვლევა უკვე აჩვენებს იმას, რომ მამაკაცები მზად არიან მიიღონ დაფეხმძიმების საწინააღმდეგო აბები და პასუხისმგებლობა მხოლოდ ქალს აღარ დაეკისრება. 

ბრიტანელი მამაკაცების მესამედი ნაწილი ამბობს, რომ ისინი დაფიქრდებოდნენ ჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუ იქნებოდა ეს აბების სახით. 

10-დან 8 ადამიანი ამბობს, რომ კონტრაცეფცია საერთო პასუხისმგებლობა უნდა იყოს. 

გაეროს 2015 წლის კვლევის თანახმად, რეპროდუქციულ ასაკში მყოფი წყვილების მესამედი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ იყენებს კონტრაცეფტივებს, მაგრამ თუ ვინმე იყენებს, ეს ძირითადად ქალები არიან. 

წყვილების მესამედი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ იყენებს კონტრაცეფტივებს, მაგრამ თუ ვინმე იყენებს, ეს ძირითადად ქალები არიან. 

ურთიერთობაში მყოფი ქალების 19%-ს ქირურგიული კონტრაცეფცია (სტერილიზაცია) აქვთ გაკეთებული და 5% კი აბებს სვამს. 

მამაკაცებში მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 8% იყენებს პრეზერვატივს და 2% ვაზექტომიას იკეთებს.

რატომ არ არის გაყიდვაში ჯერ კიდევ მამაკაცების აბები? ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების შემუშავება კაცებისთვის გაცილებით რთულია, ვიდრე ქალების. 

კაცების აბების მუშაობა მდგომარეობს იმაში, რომ ის აჩერებს სპერმის წარმოებას ჰორმონალურ დონეზე და გვერდითი მოვლენების რისკიც მაღალია. 

2019 წელს, მამაკცებისთვის განკუთვნილმა ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატმა წარმატებით გაიარა ტესტირება. გარკვეულ ხანში აფთიაქებში კონტრაცეფციის ახალი საშუალება შეიძლება გამოჩნდეს.