ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713872888

ძალიან დასაფასებელია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების, ქართული ფეხბურთის მიმართ - ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის, მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების, ქართული ფეხბურთის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურმა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ფეხბურთელებს მოტივაცია არ აკლიათ, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული რამ და მადლობა ამისთვის ფონდ „ქართუს“ და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე თითოეული შემდგომი მოგებული თამაშისთვის. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება წინ წავა ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე. ყველა ძალიან ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს,“- აღნიშნა პრემიერმა.ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი სტადიონის მშენებლობა ასევე არის მთავრობის მხრიდან სპორტის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება.„რაც შეეხება სტადიონს, სტადიონიც არის ჩვენი სპორტის, ფეხბურთის, რაგბის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება. ჩვენს ქალაქს სჭირდება ახალი სტადიონი. იცით, რომ არის სხვადასხვა სტიპის სირთულეები დინამოს სტადიონზე, მათ შორის, 51 000- ია მაქსიმალური ტევადობა, ჩვენ გვჭირდება 70 000-იანი სტადიონი იმისათვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს გულშემატკივრებს და შევძლოთ უმაღლესი რანგის მატჩების მასპინძლობა ჩვენს დედაქალაქში. გვინდა 2028 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაზეც განაცხადს შევიტანთ, მანამდე ბუნებრივია აშენდება ახალი სტადიონი. ეს გეგმები მთლიანად დაკავშირებულია ჩვენს მოტივაციასთან, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპორტის განვითარებას. სპორტი არ ნიშნავს მხოლოდ როგორც ასეთი სპორტულ წარმატებას, ეს ნიშნავს ადამიანების ჯანმრთელობას, უკეთეს სოციალურ განვითარებას და ა.შ. ამიტომ სპორტს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.პრემიერ-მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას და იყო უხეში ჩარევა სპორტში.„გუშინ მე ვისაუბრე იმაზე, თუ როგორი იყო წინა ხელისუფლების დამოკიდებულება სპორტის მიმართ. ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას, იყო უხეში ჩარევა სპორტში და ამან მოიტანა ის, რომ  ცხრა წლის განმავლობაში არა თუ წინ ვერ წავიდა ქართული სპორტი, პირიქით, 90-იანებთან შედარებითაც წავიდა უკან. ბათუმის სტადიონი დაანგრიეს, „ნორჩი დინამოელის“ ბაზა დაანგრიეს, „თბილისის დინამო“ ისეთ ხალხს ჩაუგდეს ხელში, რომლებმაც მხოლოდ უკან დახია ჩვენი საამაყო კლუბი. ეს იყო წინა ხელისუფლების შედეგები. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ ისიც აქტიურად, განსაკუთრებული მოტივაციით უჭერს მხარს ქართულ სპორტს, თქვენ იცით, რომ ფონდ „ქართუს“ ამის გარდა უამრავი ინვესტიცია აქვს ჩადებული ქართულ სპორტში, მათ შორის ათეულობით მილიონია დახარჯული რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და სხვა მიმართულებებით. კიდევ ერთხელ მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713872815

ჩვენ ველოდებით, რომ აქციის მონაწილეები მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, როგორც და სადაც უნდათ, შეიკრიბონ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს - ირაკლი კობახიძე

ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი.„გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი, დიმა ჩიქოვანის, ხაზარაძის და ა.შ. მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. ამ 350 ადამიანიდან უმეტესობა ეს იყო პარტაქტივი. ჩვენ ველოდებით, რომ ისინი მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, შეიკრიბონ, როგორც უნდათ, სადაც უნდათ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი

პოლიტიკა 1713871898

29 აპრილს იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, თუ რამხელაა მხარდაჭერა მმართველი გუნდის მიმართ - პრემიერი

როგორც კი დაანონსდა ეს შეკრება, მაშინვე დაიწყო შეურაცხყოფის კამპანია ჩვენი მხარდამჭერების წინააღმდეგ, საუბრობენ იმაზე, რომ  100 000 საჯარო მოხელე უნდა მოვიდეს და ა.შ. ჯერ რამდენია საჯარო მოხელეების რაოდენობა ესეც არ იციან. აქ იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, თუ რამხელაა მხარდაჭერა მმართველი გუნდის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, ოპოზიციის აქციებზე მყოფი ადამიანების დაახლოებით ნახევარზე მეტი დაფინანსებული ადამიანები არიან.„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის აქციებზე დგანან კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული ადამიანები, ასეულობით ასეთი ადამიანია, რომლებიც დგანან ამ აქციებზე, დაახლოებით ნახევარზე მეტი ამ აქციების მონაწილეების არიან დაფინანსებული ადამიანები, ენჯეოების, კეზერაშვილის, თუ ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ადამიანები, რა თქმა უნდა, იქ გულწრფელი ადამიანებიც არიან.  ახალგაზრდების ნაწილიც არის პირდაპირ დიმა ჩიქოვანის მიერ დაფინანსებული. კონკრეტული ორგანიზაციები, იცით თქვენც, რომლებიც ფინანსდება. დიმა ჩიქოვანი, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა არის იგორ ნარმანია, რომელიც არის დიმა ჩიქოვანის ერთ-ერთი ხელდასმული ახალგაზრდა, „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი და მას უწოდებენ გულწრფელ ახალგაზრდას. ხომ არ გვიკადრია არასდროს და არ ვსაუბრობთ ამაზე. აქვს ადამიანს თავისი პოლიტიკური არჩევანი, გამოვიდეს, რაც უნდა გააპროტესტოს, ჩვენ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ, მაგრამ კეთილი ინებოს ყველამ და ნურც ჩვენს მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას. ჩვენ არ გვიკადრია არც ერთხელ ამ ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, არც გულწრფელად გამოსული ადამიანებისთვის და არც პარტ-აქტივისთვის,  9 500-დან იყო 2/3 პარტ-აქტივი და შეიძლება იყო 1000-1500 კაცი გულწრფელი ადამიანი. არც ერთს ვაყენებთ შეურაცხყოფას, არც მეორეს და ნურც ისინი ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენს მხარდამჭერებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713871839

ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი, ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი გაზრდილია და აჭარბებს 60%-ს - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას შემდეგ მმართველი პარტიის რეიტინგი არის გაზრდილი და დღეს აჭარბებს 60%-ს.„ყველა ხედავთ, რომ ძალიან ბევრი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით და ესენი არიან არსებითად ის ადამიანები, რომლებიც სწორედ რომ პოლიტიკურად არიან გაკოტრებულები და რომლებსაც არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა. მაგალითად, რადიკალური ოპოზიცია, რომლის რეიტინგი არის რადიკალურად შემცირებული, საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, ასევე ენჯეოები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს აქვთ რეკორდულად მცირე ნდობა ქართულ საზოგადოებაში. სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, რომელიც მთლიანად პოლიტიკურად დისკრედიტირებულია ქართველი ხალხის  თვალში. ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში. უფრო მეტიც, მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი და დღეს აჭარბებს 60%-ს. მარტში გვქონდა ჩვენ 61%-ზე მეტი რეიტინგი და ამ კანონის ინიცირების შემდეგ დარწმუნებული ვარ, ეს რეიტინგი გაიზრდებოდა. უახლოეს მომავალში გაიზომება ასევე ახალი რეიტინგი. როდესაც მმართველ გუნდს, ხელისუფლებას აქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და 10 და 15%-იანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება, რომლებიც  მოგვიწოდებდნენ, გვეჩვენებინა, თუ სად დგას სინამდვილეში ხალხი. ხალხი დგას ხელისუფლების მხარეს, 60%-ზე მეტია ჩვენი რეიტინგი და ქართული საზოგადოება მხარს უჭერს იმ კანონს, რომელიც არის ინიცირებული, მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანუ ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან და რისთვის ფინანსდება. ძალიან მნიშვნელოვანია 29 აპრილს გასამართი ღონისძიება და  მოვუწოდებთ ყველას, მონაწილეობა მიიღონ ამ ღონისძიებაში. “, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713871788

დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას - ირაკლი კობახიძე

გილოცავთ, ჩვენ ვართ ისტორიული მომენტის მომსწრე. გაიჭრა ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი. დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, ეს თამამად შეიძლება ითქვას - დღეს აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეშეთი-კობის საავტომობილო გვირაბის გაჭრის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი გზა მნიშვნელოვნად, 45 წუთით შეამცირებს გადაადგილების დროს.„აღსანიშნავია, რომ გვირაბი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ინოვაციური საბურღი დანადგარით TBM-ით გაიჭრა. ასე რომ, დღეს გვირაბის გაჭრასთან ერთად ახალი ტექნოლოგიის წარმატებასაც აღვნიშნავთ.  ახალი, 23 კმ-იანი გზა, რომელიც მოიცავს ხუთ გვირაბს მკვეთრად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს და როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ისე მისი სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ პროექტი უსაფრთხოების ყველა აუცილებელ პირობასთან ერთად, ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების სტანდარტსაც.ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ დღეს ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის უსაფრთხოდ გავლას მხოლოდ 15 წუთი დაჭირდება, ანუ 45 წუთით შემცირდება მგზავრობის დრო,”- აღნიშნა პრემიერმა.პრემიერის თქმით, პროექტს ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება.„ქვეშეთი-კობის პროექტი არ გულისხმობს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას; ის აუმჯობესებს კავშირებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებს და მთის სოფლებსა და დაბებს შორის, ამდენად მას ეკონომიკურთან ერთად  მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება.პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა ყოველწლიურად, თვეების განმავლობაში, საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო, თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ახალი გზა უზრუნველყოფს ამ სოფლების კავშირს ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებთან და რეგიონებთან წელიწადის ნებისმიერ დროს, რაც მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ახალ შესაძლებლობებს აჩენს.ასეთი პროექტებით ვქმნით შესაძლებლობას, მთის მოსახლეობამ შეინარჩუნოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილები, გაძლიერდნენ ადგილობრივი თემები და,  ამგვარად, დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ამ უნიკალური სოფლების სახით.აღსანიშნავია, რომ ახალი გზა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოიტანს ეკონომიკურ სარგებელს, არამედ სტიმულს მისცემს რეგიონის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას. სწორედ ამიტომ ეს პროექტი ჩვენი ხელისუფლების მიზნის - ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების  დასტურია,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო გვირაბის პროექტირებასა და მშენებლობაში.„მადლობას ვუხდი გვირაბის პროექტირებასა და მშენებლობაში ჩართულ ინჟინრებს, მშენებლებს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, ჩვენს პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელთა მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია პროექტის განხორციელებაში.  ასევე მადლობა ვუხდი ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინურ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს. ასევე ჩვენს თურქ მეგობრებს, რომლებიც ზედამხედველობას ახორციელებდნენ პროექტის შესრულებაზე და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში, არც ვიცოდი, რომ ამდენი რამის ერთად მოსწრება შეიძლება, თუმცა ამას ბატონი ირაკლი ახერხებს ძალიან დიდი წარმატებით, მადლობა მას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, მთლიანად სამინისტროს ძალიან დიდი მადლობა და მადლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, თითოეულ თანამშრომელს, დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქვეშეთი-კობის პროექტის პირველ წარმატებას. ეს ნამდვილად მომავლის პროექტია, თამამად შეიძლება ითქვას. სწორედ ასეთი, განვითარებისკენ მიმართული ინვესტიციები უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. პარალელურად, გრძელდება საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა.პროექტის ფარგლებში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობასაც.ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, გვირაბის მშენებლობის ნაწილში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით. პროექტის საერთო ღირებულება  1.2 მილიარდი ლარია.