„ვტირი და ტკივილისგან ვყვირი!“ - 40 წლის ჩემპიონმა ქალმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა

12:55 10-23-2019
952

ბელგიელმა პარალიმპიელმა მარიკე ვერვორტმა საკუთარი სიცოცხლე 40 წლის ასაკში ევთანაზიით დაასრულა.

ვერვურტმა ლონდონის პარალიმპიურ თამაშებში 2012 წელს ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა, შემდგომი ჯილდოები დაიმსახურა რიოში გამართულ ჩემპიონატზე 2016 წელს.

მარიკე ვერვორტის კუნთების დეგენერაციული დაავადება ჰქონდა, რომელიც არ იკურნება.

პარალიმპიელი ჩემპიონი ძლიერი ტკივილებისგან იტანჯებოდა.

გარდაცვალებამდე ვერვურტმა განაცხადა:

„ხშირად მეკითხებიან თუ როგორ ვახერხებ ასეთი ტკივილის ფონზე მაინც ვიღიმოდე და სპორტშიც კარგი შედეგები მქონდეს. ჩემთვის სწორედ რომ სპორტია მთავარი წამალი“.

BBC-თვის 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში ვერვურტმა აღნიშნა:

„ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, ეპილეფსიის შეტევები მაქვს, ვტირი და ტკივილისგან ვყვირი. უამრავი ტკივილგამაყუჩებელი მჭირდება, ვალიუმიც და მორფინიც“.

ბელგიაში ევთანაზია ლეგალურია და ვერვურტმა 2008 წელს მოაწერა დოკუმენტებს ხელი, რომლის თანახმადაც პაციენტის სურვილის შემთხვევაში, ექიმს მისი სიცოცხლის დასრულების უფლება ექნებოდა.

სწორედ ამ უფლებით ისარგებლა ჩემპიონმა 22 ოქტომბერს.

ავტორი: მარიამ გიგანი