ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

გოგი გოგოლაძე

faceამბები 1714034700

VIDEO: „თქვენი სირტაკი, დამთავრდა ძმაო, ახლა ევროპა ჩაკრულოს უსმენს“ - გოგი გოგოლაძის ლექსი ბერძენ ფეხბურთელებს

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა გულშემატკივრის ვიდეო, რომელიც მატჩის დასრულების შემდეგ, ემოციისგან ტირის.როგორც გაირკვა, ვირუსული ვიდეოს გმირი, გოგი გოგოლაძეა, რომელსაც ეროვნული ნაკრების პირველი თამაშიდან მოყოლებული, 90-იანებშიც კი ნაკრების არცერთი თამაში არ გაუცდენია. სურამიდან ბილეთებისთვის თბილისში ჩამოდიოდა, დგებოდა რიგში.განსაკუთრებულ გულშემატკივარს, სიურპრიზი მოუწყო ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". ავიაკომპანიის დამსახურებით, გოგი გოგოლაძე გერმანიაში გასამართ მატჩზე გაემგზავრება.გოგოლაძეების ოჯახი პოსტალიონის სტუმრები იყვნენ. სადაც გოგიმ საკუთარი ლექსი წაიკითხა, რომელიც გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს და ბერძენ ფეხბურთელებს მიუძღვნა. 

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714034642

ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

ე.წ. ლიბერალების პოზიციის მიხედვით, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მყარი გენდერული იდენტობა და ის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე თავად უნდა ირჩევდეს საკუთარ სქესს, ბავშვსაც კი უნდა ჰქონდეს სქესის არჩევის უფლებაო. ე.წ. ლიბერალებისთვის მიუღებელია გენდერულად განსაზღვრული ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად, ქალი და კაცი ან დედა და მამა. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ.„რამდენიმე ათეული წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ცივილიზებულ სამყაროში ასეთ საკითხებზე მოგვიწევდა სერიოზულად მსჯელობა. თუმცა, ფაქტია, რომ ამ თემებზე დღეს არა მხოლოდ სერიოზული მსჯელობა წარიმართება, არამედ ყველა, ვინც საპირისპირო პოზიციას გამოხატავს, ზუსტად ისევე ხდება დევნის ობიექტი, როგორც წარსულში ბოლშევიკები დევნიდნენ მოაზროვნე ადამიანებს და ეკლესიის მსახურებს.საზოგადოდ, ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ. ე.წ. ლიბერალისთვის სინამდვილეში სრულიად უცხოა ისეთი ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება და შემწყნარებლობა.ამ მიდგომის გაგრძელებაა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კამპანია, რომელსაც ე.წ. ლიბერალები აქტიურად აწარმოებენ. ნარკოტიკები ადამიანში მოაზროვნე ინდივიდს კლავენ და მას ღირებულებებისგან დაცლილ სუბიექტად აქცევენ,“- აღნიშნა პრემიერმა.

გოგა მანია

რჩევები 1714034360

ეს სამკაული სიყვარულის ენერგიას ბლოკავს - რას ამბობს ეზოტერიკოსი

ხშირად ადამიანებს სიყვარულსა თუ ფინანსურ სფეროში არ უმართლებთ. როგორც ეზოთერიკოსი გოგა მანია „თბილისელებთან“ ამბობს, არ არის გამორიცხული, ამის მიზეზი ის ნივთები და სამკაულები იყოს, რასაც ვატარებთ ან ნივთები, რასაც საყვარელ ადამიანებსა და მეგობრებს ვჩუქნით.– გამიგია, რომ გულის ფორმის სამკაულის ტარება სასიყვარულო ენერგიას ბლოკავს. ესეც სიმართლეა?– გეტყვით, რომ არ შეიძლება გულის ფორმის სამკაულის ტარება, რომელიც ორად იყოფა, ანუ ორი ადამიანი რომ ატარებს მის თითო ნაწილს – ნახევარი შენთან იყოს, ნახევარი ჩემთანო. ეს ბლოკავს თქვენს ენერგეტიკას და იწვევს იძულებით კავშირს. ასევე, არ ვარგა წიგნის ფორმის სამკაულის ტარებაც, ეს მთლიანად აქვეითებს სასიყვარილო ენერგეტიკას.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

ომი უკრაინაში 1714034166

პოლონეთი მზადაა, უკრაინას სამობილიზაციო ასაკის კაცების დაბრუნებაში დაეხმაროს - თავდაცვის მინისტრი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ პოლონეთი მზადაა, დაეხმაროს უკრაინას საზღვარგარეთ გაქცეული სამხედრო ასაკის მამაკაცების „იდენტიფიცირებაში“.პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ტელეარხ PolSat-თან ინტერვიუში თქვა, რომ ვარშავა დიდი ხანია სთავაზობს კიევს დახმარებას სამობილიზაციო ასაკის უკრაინელი ლტოლვილებისა და იმიგრანტების იდენტიფიცირებაში. მინისტრის სიტყვებით, ამ დახმარების კონკრეტული ფორმები უკრაინული მხარის სურვილზეა დამოკიდებული.„ვფიქრობ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე უკმაყოფილოა კაფეებში ახალგაზრდა უკრაინელი კაცების ნახვით, როდესაც ხედავენ, რამხელა ძალისხმევად გვიჯდება უკრაინის დახმარება... გასაკვირი არაა ისიც, რომ ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებსაც აქვთ საფუძვლიანი პრეტენზია თანატოლების მიმართ, რომლებიც მსოფლიოში გაიფანტნენ“, - თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კვირაში გამოაცხადა 18-დან 60 წლამდე უკრაინის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ დოკუმენტების გაფორმების შეწყვეტის შესახებ. უკრაინის ეს ნაბიჯი მობილიზაციის შესახებ ახალ კანონს უკავშირდება.ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 4.3 მილიონი უკრაინის მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის დაახლოებით 860 ათასი კაცი. პოლონეთმა 950 ათას უკრაინელს დროებითი თავშესაფარი მისცა და ამ მაჩვენებლით გერმანიის შემდეგ მეორე ადგილზეა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714033877

ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია - ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია.„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ჩვენ ერთად შევძლებთ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის გაძლიერებაში, მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მოგვიმართოს ხელი ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.