„ჩემი სახე ტრაკი არ არის“ - დავით ქაცარავა ხომერიკს პასუხობს

00:00 10-22-2019
1222

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა, „რუსთა და ქართველ ხალხთა ერთობის“ პრეზიდენტის, ვლადიმერ ხომერიკის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და მას ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში, გადაცემა „ღამის აქცენტებში“ უპასუხა.

 „ჩვენ, ალბათ, ვეშლებით ვლადიმერ ხომერიკს. ეს უღირსი და არაკაცული ტრაკების ჩვენება განახორციელა „გირჩმა“, ზურა ჯაფარიძის თაოსნობით. ჩვენ მას მაშინვე ვუთხარით, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და ალბათ, ხომერიკს შევეშალეთ. მოვუწოდებ ზურა ჯაფარიძეს, რომ ერთხელ მაინც თქვას კაცურად, რომ ეს მისი ინიციატივა იყო და ჩვენ მასთან არანაირი კავშირი არ გვქონია. მოვუწოდებდით კიდეც მას, რომ ეს არ გაეკეთებინა. ჩვენთვის მიუღებელია ეს საქციელი, რადგან არ არის კაცური. ამ ფაქტიდან მეორე დღეს რუსული პრესა აჭრელდა სათაურებით -„ქართველებმა ნამდვილი სახე აჩვენეს“. ჩემი სახე ტრაკი არ არის, შეიძლება ჯაფარიძის სახე არის. მინდა მივმართო კიდევ ერთხელ ხომერიკს, ტრაკის მიცემა არის ის პოზიცია, რაც მან ჩამოგვიტანა რუსეთისგან და რასაც ის სთავაზობს ჩვენს ქვეყანას. ეს არის ტრაკის მიცემა და ეს ნიშნავს სრულ კაპიტულაციას ჩვენი ქვეყნის.“  - განაცხადა დავით ქაცარავამ.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება „რუსთა და ქართველ ხალხთა ერთობის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი, რომელიც რეგიონებში მოსახლეობას ხვდება და ამბობს, რომ მოსკოვს თბილისთან მეგობრული ურთიერთობა უნდა. ვლადიმერ ხომერიკი ატოცში ადგილობრივებსაც შეხვდა. მან ტელეკომპანია „მთავარს“ დღეს ინტერვიუ მისცა სადაც, „გირჩის“ საპროტესტო პერფორმანსზეც ისაუბრა

„რა მოვიგეთ იმით, რომ აქ ატოცში ჩამოვედით, ნიფხავი ჩავიხადეთ და ვაჩვენეთ რუსებს ტრაკი. თუ ვაჟკაცი ხარ აჩვენე წინ რაც გაქვს. თუ გინდა ასე გამოაჩინო შენი გმირობა... გამოდიხარ კაცი და ტრაკს აჩვენებ. აძლევ იმ ტრაკს, თუ რა გამოდის?! “