„ბიჭი მოვიდა სამსახურიდან და ქორწილში წასასვლელად ემზადებოდა“ - რატომ დაჭრა ბაბუამ შვილიშვილი

23:11 10-21-2019
2373

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ დარჩელში, „პატარა კოკის“ უბანში 82 წლის ბაბუამ იაშა არნანიამ  27 წლის შვილიშვილი გიორგი არნანია დაჭრა.

შვილიშვილი დანით მიყენებული ორი ჭრილობით რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს.

ბრალდებულის მეუღლეს ბაბუა-შვილიშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე საუბარი უჭირს და მიზეზს ვერ ასახელებს.

არნანიების ოჯახში ჩხუბის ხმა გაიგეს მეზობლებმაც, თვითმხილველები ამბობენ, რომ შვილიშვილის დაჭრის შემდეგ ბაბუას შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია.

მეზობლების ინფორმაციით, ბაბუასა და შვილიშვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ოჯახური უთანხმოება გახდა.

„ბიჭი მოვიდა სამსახურიდან და ქორწილში წასასვლელად ემზადებოდა ამ დროს დაუწყო ჩხუბი შენ სად მიდიხარო, არ წახვიდეო. ამას მოყვა შელაპარაკება და შემდეგ დაჭრა“,- ამბობს მეზობელი.

შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ 82 წლის იაშა არნანია შემთხვევის ადგილზე დააკავა.

 

წყარო: „რუსთავი 2“