„ნიფხავი ჩავიხადეთ და ვაჩვენეთ რუსებს ტრ... თუ ვაჟკაცი ხარ, აჩვენე ის, წინ რაც გაქვს!“ - ვლადიმერ ხომერიკი ქართველ აქტივისტებს

22:07 10-21-2019
714

უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება „რუსთა და ქართველ ხალხთა ერთობის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი. რეგიონებში მოსახლეობას ხვდება და ამბობს, რომ მოსკოვს თბილისთან მეგობრული ურთიერთობა უნდა.

„რუსეთი მზად არის მოლაპარაკებისთვის. ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა. რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, რომელიც საქართველომაც უნდა გაითვალისწინოს. რუსეთს არ უნდა რომ ნატო და მტრის ჯარები ედგეს საზღვარზე. მგონი ეს არც საქართველოს უნდა. მოლაპარაკებები თუ დაიწყება,  დიდი გარღვევა იქნება ამ საკითხებში და მგონი ძალიან ჩქარა მივაღწევთ შედეგს. უნდა შეხვდნენ ერთმანეთს გახარია და პუტინი.“ - განაცხადა „მთავართან“ ვლადიმერ ხომერიკმა.

ვლადიმერ ხომერიკი ატოცში ადგილობრივებსაც შეხვდა.

„რა მოვიგეთ იმით, რომ აქ ატოცში ჩამოვედით, ნიფხავი ჩავიხადეთ და ვაჩვენეთ რუსებს ტრაკი. თუ ვაჟკაცი ხარ აჩვენე წინ რაც გაქვს. თუ გინდა ასე გამოაჩინო შენი გმირობა... გამოდიხარ კაცი და ტრაკს აჩვენებ. აძლევ იმ ტრაკს, თუ რა გამოდის?! “

რუსთა და ქართველ ხალხთა ერთობის პრეზიდენტმა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

„გავრილოვს ვესაუბრე. მას სამი წელი ეპატიჟებოდნენ საქართველოში, თქვენი ქვეყნის მთავრობა და პარლამენტი.“ - ამბობს ვლადიმერ ხომერიკი.