ტრაგედიამდე წუთებით ადრე - ფოტოები, რომლებიც უბედურ შემთხვევამდე გადაიღეს

20:00 10-21-2019
4465

ყველას გვინახავს ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები, თუმცა არის ფოტოები, რომლებიც რამდენიმე წამით ან წუთით უსწრებდნენ ტრაგედიას. 

ყველა ფოტო, მათ შორის სელფებიც, აღწერის გარეშე ყვება ამბავს.

2013 წელი: პოლ ვოქერი ჯდება მანქანაში, რომლითაც რამდენიმე წუთში ავარიას ემსხვერპლა


ფოტოგრაფი რობერტ ლანდზბერგი სენტ-ჰელენზის ვულკანის ამოფრქვევის პირველ კადრებს იღებს. რამდენიმე წუთში კი თავად დაიღუპა. მან ფირი საკუთარი სხეულით გადაარჩინა. 

ურუგვაის ავიახაზები: ჩარტერული რეისი #571, თვითმფრინავში რაგბის ახალგაზრდული ნაკრები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. 45-კაციანი ეკიპაჟიდან 27 გადარჩა, თუმცა გადასარჩენად მათ კანიბალიზმს მიჰყვეს ხელი. 72 დღის შემდეგ მაშველებმა გადარჩენილ 16 ადამიანს მიაგნეს. 

პრინცესა დაიანას ერთ-ერთი ბოლო ფოტო, რომელიც პაპარაცმა საბედისწერო ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე გადაიღო.

გორილა სახელად ჰარამბე, ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წუთში მოკლეს, რადგან მის შემოღობილ ადგილში ბავშვი ჩავარდა.

ტიტანიკის ჩაძირვამდე უკანასკნელი ფოტო

1998 წლის 5 აგვისტო: ირლანდიის ქალაქ ომაში ეს სურათი აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე გადაიღეს. მამა-შვილი გადარჩა, ფოტოგრაფი დაიღუპა. 

წინა პლანზე მდგომა ოჯახმა ფოტოზე შემთხვევით აღბეჭდა 20 წლის გოგოს უკანასკნელი კადრი თვითმკვლელობამდე. ის ოკეანეში გადახტა და დაიხრჩო.

1986 წლის 28 იანვარი: კოსმოსური შატლი ჩელენჯერი გაშვებიდან 73 წამში აფეთქდა. შვიდივე დაიღუპა.