რაფაელ ნადალის და ჰისკა პერელოს მკაცრად გასაიდუმლოებული ქორწილი,14 წლიანი ურთიერთობის შემდეგ

18:25 10-21-2019
336

ესპანელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი და ჰისკა პერელო, 14 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ.  

width=600

ცნობილი ჩოგბურთელის პირადი ცხოვრების დეტალები ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო და გამონაკლისი, არც საქორწინო ცერემონია გახდა. 

რაფაელ ნადალის და მისი შეყვარებულის მარია ფრანცისკო პერელოს (მედიაში ცნობილი როგორც ჰისკა პერელო) ურთიერთობის შესახებ, იანვრის ბოლოს გახდა ცნობილი. ჩოგბურთელმა, ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში, რომში, შეყვარებულს ცოლობა სთხოვა, მაგრამ ეს ინფორმაცია, მრავალი ცნობილი ადამიანისგან განსხვავებით, მსოფლიოს არ გაუმხილა. რამდენიმე დღის წინ კი, საბოლოოდ, ქორწილი შედგა.

width=600

ცერემონია, კუნძულ მაიორკას ჩრდილოეთით, პოლენსაში გაიმართა. სადღესასწაულო დარბაზი „La Fortaleza“-ში შეირჩა, რომელიც ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უძრავი ქონებად ითვლებოდა. მისმა მფლობელმა -  ბრიტანელმა ბანკირმა, ლორდ ჯეიმს ლაპტონმა - 2011 წელს დაახლოებით 35 მილიონ ფუნტად იყიდა. სადაც 2015 წელს გადაიღეს, ერთ-ერთი გახმაურებული სერიალი ღამის ადმინისტრატორი - ჰიუ ლორის და ტომ ჰიდლსტონის მონაწილეობით.

დღესასწაული, მკაცრად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჩატარდა. სტუმრებს არ შეეძლოთ სმარტფონების გამოყენება და არც კამერების შეტანა. მედიის ცნობით, შეყვარებულმა წყვილმა, ქორწილში 350 ადამიანი მიიწვია. მათ შორის, უამრავი ცნობილი ადამიანი - ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოს I, ჩოგბურთელები კარლოს მოია, ფელისანიო ლოპესი და ხუან მონაკო.

პოლიცია, საგულდაგულოდ იცავდა შენობის გარშემო მიმდებარე ტერიტორიას. სამართალდამცავების მხრიდან დაცვა, ასევე გულისხმობდა საჰაერო სივრცის დაკვირვებას, ისე, რომ არც ერთ საჰაერო მფრინავ კამერას, არ დაეფიქსირებინა, ქორწილის კადრები.

სოციალურ ქსელში, ქორწილის ცერემონიის მხოლოდ ორი კადრი გავრცელდა. ორივე, ფოტო, ესპანური ბრენდის „Rosa Clara“-ს „Account“- ზე გამოქვეყნდა. ალბათ მიხვდით, სწორედ ამ დიზაინის სახლს დაევალა პატარძლის კაბის დამზადება. ამ ბრენდის კოსტიუმებში პოზირებდნენ რაფაელის დედა და და, ასევე ჰისკას დედა. 

ავტორი: რუსა ღვანიძე