გაიცანით სასულიერო პირი, რომლიც მონასტერში მიუსაფარ ცხოველებს უვლის

17:03 10-21-2019
101

ქვემო ქართლის, ერთ პატარ სოფელში ერთი მონასტერი დგას. დედა ღვთისას მონასტერში ერთი ბერი, 31 ცუგა და 5 კატა ცხოვრობს. მამა სებასტიანე ნეფარიძე მიუსაფარი ცხოველებისთვის საჭმელს ვირით მარტო ეზიდება, რის გამოც მას დღეში ზედმეტად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს.

როგორც მამა სებასტიანე „პრაიმტაიმს უყვება, ის ცხოველების სიყვარულით მუდამ გამოირჩეოდა. თუმცა, ბერული ცხოვრების შედგომის შემდეგ, მიტოვებული ცხოველების მიმართ სიყვარული განსაკუთრებით გაუორმაგდა. მისი თქმით, ცხოველებზე ზრუნვა დიდ სიყვარულს ანიჭებს.

„მარტო ვუვლი, არავინ მეხმარება. მათთვის ტვირთს ვირით ვეზიდები, რაც ხურჯინში ჩადის, რაც არა მე მიმაქვს ზურგით. ცხოველები ბავშვობიდან მიყვარს და გული მტკივა, როცა მათ არასათანადო პირობებში ვხედავ, დაჩაგრულებს და გაუბედურულებს“, - გვიყვება მოძღვარი სებასტიანე.

მონასტერში თავდაპირველად ცხოველების სახლი ფიცრებთ ააშენა, შემდეგ დაიწყო იმაზე ზრუნვა, რომ მათ სათანადო საცხოვრებელი ჰქონდათ. ამ მიზნით, როგორც თვითონ გვიყვება, კეთილი ადამიანების დახმარებით ცხოველებს სახლებს უშენებს, რაზედაც სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

„გაზაფხულიდან მოყოლებული ვაშენებ ცუგების საცხოვრებელს, ჯერ გაუკეთე ასი კვადრატი შემოფარგული, სადაც ნავესებია და ბინები. ახლა ავაშენე კაპიტალური სახლი, სადაც განთავსდება ამბულატორია და ინვალიდი ცუგების ბინები, - ამბობს ცხოველების მოყვარული სასულიერო პირი.

ბერი სებასტიანე 40 წლის არის. ის უკვე 8 წელია წრომის დედა ღვთისას მონასტერში იმყოფება.

„აქ მონასტერი არ არსებობდა მხოლოდ ტაძრის ნანგრევი იყო, ეს მონასტერი ჩემი დაარსებულია, ასევე ამის გარდა კიდევ აშენებული მაქვს ორი ტაძარი და მრავალი სამონასტრო საცხოვრებელი. ბერულ ცხოვრებას ვეწევი 2006 წლიდან. ეს გზა ავირჩიე უფლის უზომო სიყვარულის გამო და უფალმაც ხელი შემიწყო ამ გზაზე დადგომაში, - ამბობს მოძღვარი სებასტიან ნეფარიძე.