ევროპის სახელმწიფო ჰიმნების პირველი სიტყვა - ნახეთ ფოტო

16:50 10-21-2019
364

მსოფლიოს ყველა ქვეყანას საკუთარი ეროვნული ჰიმნი აქვს, რომელიც როგორც წესი გამოხატავს ქვეყნის მთავარ ძალას და ხალხის ნებას. 

საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ჰიმნი, „თავისუფლება“, 2004 წელს შეიქმნა. ტექსტის ავტორი დავით მაღრაძეა, მუსიკა ზაქარია ფალიაშვილს ეკუთვნის, რომელიც ჰიმნად იოსებ კეჭაყმაძემ დაამუშავა.

საქართველოს ჰიმნი იწყება სიტყვით  - „ჩემი“. საინტერესოა, როგორია ევროპული ქვეყნების ჰიმნების პირველი სიტყვა. ამის ამსახველი სპეციალური რუკა სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

მაგალითად დიდი ბრიტანეთის ჰიმნის პირველი სიტყვა არის „ღმერთი“, თურქეთის „შიში“, ხოლო ესპანეთის - „დიდხანს სიცოცხლე“.