ანა დოლიძემ დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების მოთხოვნით მთავრობას მიმართა

16:49 10-21-2019
22

იურისტმა ანა დოლიძემ დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების მოთხოვნით მთავრობას მიმართა.

დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების მოთხოვნას იზიარებს ასევე ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე.

როგორც ანა დოლიძე ამბობს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა აუცილებელია.

„დაცული ტერიტორიის სტატუსი საშუალებას მოგვცემს რომ დავით გარეჯი გადაიქცეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რეგიონულ ობიექტად, რომლის საერთო სარგებლობა, ტურისტული, ეკოლოგიური, ეკონომიკური და კულტურული საშუალებით გვექნება ორივე მხარეს. ეს განმუხტავს დაძაბულობას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და ამავე დროს დავით გარეჯს გადააქცევს მსოფლიო მიზიდულობს ობიექტად“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, ათწლეულებია დავით გარეჯის ტერიტორია ქართულ - აზერბაიჯანული ურთიერთობის დაძაბულობის კერად არის ქცეული. ხელისუფლების მხრიდან კი პრობლემის მოგვარების რეალური გზების შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

„დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების პროგრამაზე მუშაობა ქართველმა მეცნიერებმა წლების წინ დაიწყეს. შემუშავებულია 200-გვერდიანი სახელმღვანელო პრინციპები, რომელიც გლობალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეიქმნა. ასევე მომზადებილია დოკუმენტი, სადაც საუბარია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სარგებელზე და გამოწვევებზე. პრობლემის მოგვარების დოკუმენტი არსებობს და საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ ორივე ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების პირები მეცნიერებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად აქტიურად ჩაერთონ საკითხის განხილვაში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.