ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც 82 წლის ბაბუამ დაჭრა

15:03 10-21-2019
692

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ დარჩელში, „პატარა კოკის“ უბანში 82 წლის ბაბუამ იაშა არნანიამ სავარაუდოდ, 25 წლამდე შვილიშვილი გიორგი არნანია დაჭრა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ სოფელ დარჩელის მერის წარმომადგენელმა დავით ბიგვავამ განუცხადა.

„ამ უბანში ცხოვრობენ არნანიები, რა მოხდა არავინ არ იცის... სავარაუდოდ, დანით დაჭრა ბაბუამ შვილიშვილი, სამართალდამცავები ადგილზე იმყოფებიან“, - განაცხადა ბიგვავამ

დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას მარჯვენა მხარის მიდამოებში სავარაუდოდ, ბასრი საგნით აქვს ჭრილობა მიყენებული, რომელიც ქირურგიულად დამუშავდა. დაჭრილი პალატაში უკვე გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია 1937 წელს დაბადებული მამაკაცი. 

ავტორი: თეა შონია