ამ წუთებში 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

14:47 10-21-2019
38

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, მორის მაჩალიკაშვილის, ილია მემარნიშვილის, ბეჟან ლორთქიფანიძისა და გიორგი ქურდოვანიძის პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე, მორის მაჩალიკაშვილის ბიძამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ძმისშვილის გათავისუფლების იმედი არ აქვს.

„დღეს ისეთი ხელისფულება გვყავს რომ არანაირი პროგნოზის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მორის მაჩალიკაშვილი არის დაკავებული ჩემს გამო, რაც არის ჩემი ოჯახისთვის ბოლო დარტყმა. მიზანი კი ერთია, დაასუსტონ მალხაზ მაჩალიკაშილი ფინანსურად და ყველანაირად. იცით რომ ციხეში ადამიანის შენახვა არ არის იოლი საქმე. მე ბევრი რამე გადავიტანე და დღესაც იგივე ჯოჯოხეთს გავდივარ. ვფიქრობ, რომ სინდის-ნამუსი მაინც ეყოფათ და გაათავისუფლებენ მორისს. თუ გირაოს შეუფარდებენ, ალბათ 5 000 ლარი იქნება“,-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.