12 წლის გოგონა, რომელიც ვერ მეტყველებს და ვერც გამართულად დადის, დედამ პედოფილებს მიჰყიდა (რუსეთი)

14:22 10-21-2019
7770

12 წლის გოგონა „მაუგლი“, რომელიც ყეფს, ყმუის და ოთხზე დადის, საკუთარმა დედამ არყის სანაცვლოდ პედოფილებს მიყიდა. შემთხვევა რუსეთის ქალაქ ორიოლში მოხდა.

12 წლის ბავშვი დედას გალიაში ჰყავდა გამოკეტილი. მან ვერც სიარული ისწავლა და ვერც მეტყველება. ადგილობრივები განმარტავენ, რომ 38 წლის დედა ყველანაირად ცდილობდა ბავშვი დაემალა და მას გაუსაძლის პირობებში აცხოვრებდა.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ დედამ ქალიშვილი ერთხელ პედოფილებს ბოთლი არყის სანაცვლოდ მიყიდა. თუმცა თავად 38 წლის მადინა ამ ბრალდებას უარყოფს და აბსურდულს უწოდებს.

12 წლის დიანას პოლიციამ მიაგნო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა. ბავშვის ისტორია სწორედ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გახუმაურდა და ადგილობრივ მედიაში გაშუქდა.

width=615

ადგილობრივი გაზეთები და მაუწყებლები იუწყებიან, რომ 12 წლის დიანას შინაურ ცხოველებთან ერთად, იატაკზე ეძინა და საავადმყოფოშიც კი უარს აცხადებს საწოლში ძილზე.

ექიმები განმარტავენ, რომ ბავშვი თავის ასაკთან შედარებით ძალიან მომცრო ტანისაა. ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რომ 12 წლის გოგონა შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, ბავშვის დედაც ირწმუნება, რომ დიანა პატარაობიდან ავადმყოფობდა.

პოლიციის ინფორმაციით, 38 წლის მადინა ალკოჰოლიკია და დიანა მისი მერვე შვილია. პირველი 7 ბავშვი მისგან სოციალურმა მუშაკებმა წაიყვანეს.

დედის წინააღმდეგ მომხდარზე საქმე არ არის აღძრული, თუმცა გამოძიება დაწყებულია სოციალურ სამსახურზე, რომელსაც დაუდევრობაში ადანაშაულებენ. 

 

ავტორი: მარიამ გიგანი