სახელმწიფოსთვის საკუთარი თავი მაქვს ნაჩუქარი - მოსამართლეობის კანდიდატი

13:34 10-21-2019
26

სახელმწიფოსთვის მე საკუთარი თავი მაქვს ნაჩუქარი და საკუთარი სიცოცხლე მაქვს ნაჩუქარი,- ასე უპასუხა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა კითხვას, ოდესმე რამე თუ უჩუქებია სახელმწიფოსთვის ან მომავალში თუ შიძლება ამის სურვილი გაუჩნდეს.

„ქონების სახით მე სახელმწიფოსათვის არაფერი არ მაქვს ნაჩუქარი, ამ ეტაპზე, მე არ გამოვრიცხავ, თუკი ასეთი შესაძლებლობა, წინაპირობა, მოცემულობა იქნება, რომ განვახორციელო. სახელმწიფოსთვის მე საკუთარი თავი მაქვს ნაჩუქარი და საკუთარი სიცოცხლე მაქვს ნაჩუქარი, რომელსაც აღვასრულებ იმ დროს და იმ პირობებში, როცა ამის აუცილებლობა იქნება. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით მოგვარებულიყოს“, - განაცხადა ლევან მიქაბერიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

ამავე თემაზე: მოსამართლის წუწუნი არ მომწონს - ბესელია უზენაესის კანდიდატ მიქაბერიძესთან გასაუბრებაზე