მწვრთნელმა სტუდენტები სიკვდილისგან იხსნა - დრამატული კადრები ორეგონის შტატის სკოლიდან

12:04 10-21-2019
524

ორეგონის შტატის ერთ-ერთ სკოლაში, შეიარაღებულ სტუდენტს, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. უსაფრთხოების კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ შეაჩერა იგი კინონ ლოუმ, რომელიც ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელია. ამბავი მაისში მოხდა, თუმცა მისი ამსახველი კადრები ახლა გავრცელდა.

„დავინახე, რომ იარაღი ჰქონდა და ყველა გაურბოდა. ჯერ სახეზე შევხედე, შემდეგ იარაღი დავათვალიერე, ეს 2 წამში მოხდა. მერე კი უბრალოდ ინსტინქტურად ვიმოქმედე. ბევრი არ მიფიქრია, ეს თავისთავად მოხდა. არ მინდა, რომ გმირი მიწოდონ - უბრალოდ მიხარია, რომ ბავშვების დაცვა შევძელი. ვფიქრობ, სწორ დროს, სწორ ადგილზე აღმოვჩნდი,” - აცხადებს კინონ ლოუ.

კითხვაზე, რატომ ჩაეხუტა შეიარაღებულ სტუდენტს, ასე პასუხობს: “სიმართლე გითხრათ, შემეცოდა. ვუთხარი, აქ იმიტომ ვარ, რომ გადაგარჩინო-მეთქი. ვუმეორებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“.