რატომ დააკავა 10 წლის ბავშვი პოლიციამ მეტროსადგურ ისანში

00:08 10-21-2019
2040

ვიდეო სადაც, მცირეწლოვანი ტირის და პოლიციას ის ძალის გამოყენებით გაჰყავს, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

მეტროსადგურ ისანში გადაღებულ კადრებში, კარგად ისმის ქალბატონის ხმა, რომელიც მცირეწლოვანს მიმართავს და ეუბნება, რომ „აქ ჯდომა არ შეიძლება“, ამის შემდეგ პოლიციელს ბავშვი ხელში აჰყავს და გარეთ გაჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ოქტომბერს 10 წლის ბავშვის მიერ ძარცვის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც პატრულმა ბავშვი ცოტა ხნით შეაკავა. 

საქმეზე გამოძიება​ სისხლის სამართლის კოდექსის 19/178 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს. იმის გამო, რომ ბავშვი 10 წლისაა, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.