მოძალადე მამა და აუტისტი შვილი - ბავშვი გამოძიებამ დაზარალებულად არ ცნო (ვიდეო)

23:12 10-20-2019
566

ეს არის ამბავი გოგოზე, რომელმაც ბევრჯერ ნახა გაბრაზებული მამა, თუ როგორ სცემდა დედას და როგორ უსწორდებოდა ქამრით აუტისტური სპექტრის მქონე 9 წლის ძმას. ამ შემაძრწუნებელი ისტორიის შესახებ „პოსტ ფაქტუმისსიუჟეტშია საუბარი.

როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, მოძალადე მამა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობა, როგორც ბავშვებზე ასევე, ბავშვების დედაზეც, რასაც მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ აკეთებდა.

„მამას, როგორც საქმიდან ჩანს, მიმღებლობა არ ჰქონდა საერთოდ შვილის დიაგნოზთან დაკავშირებით. ამ ისტორიას და დიაგნოზს აბრალებდა დედას, ესეც იყო ერთ-ერთი ძალადობის მოტივი. და მეორეს მხრივ, როდესაც ბავშვს ჰქონდა გამომწვევი ქცევა, მამა უმკლავდებოდა ძალის გამოყენებით, მათ შორის როგორც საქმეშია ნახსენები, იყო ქამრის გამოყენება ბავშვის ცემისთვის“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დირექტორი ანა აბაშიძე.