რაგბიში მსოფლიო ჩემპიონობაზე ოთხი ქვეყანა იბრძოლებს

22:06 10-20-2019
80

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე რაგბიში, ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შემდეგ მეოთხედფინალებიც გაიმართა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ოთხი ქვეყნის ნაკრები აგრძელებენ.

ნახევარფინალში, რომელიც 26-27 ოქტომბერს გაიმართება, ინგლისი ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, უელსი - სამხრეთ აფრიკას. 

ინგლისმა მეოთხედფინალში ავსტრალია დაამარცხა, ანგარიშით 40:16, ახალმა ზელანდიამ ირლანდიას აჯობა (46:14), უელსმა - საფრანგეთს (20:19), ხოლო სამხრეთ აფრიკამ - იაპონიას (26:3).