ქურთებმა სირიის სასაზღვრო ქალაქის ევაკუაცია დაიწყეს

21:51 10-20-2019
16

ქურთი მებრძოლები და სამოქალაქო პირები სირიის ქალაქ რას ალ აიანს, რომელიც თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Time ავრცელებს.

ქალაქ რას ალ აიანის ოფიციალურმა პირებმა Associated Press-ს ანონიმურად განუცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ფარგლებში, ადგილობრივი მცხოვრებლები და ქურთი სამხედროები ტერიტორიას ბადრაგის თანხლებით ტოვებენ. 

ოფიციალური პირების ცნობით, მათთვის უცნობია, რამდენად დასრულდება ევაკუაცია კვირას. 

თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, მის ერთ-ერთ მიზნად ქვეყნის ჩრდილოეთით „უსაფრთხო ზონის“ შექმნა სახელდებოდა.