მატჩის დროს სტადიონზე პარაშუტისტი დაეშვა (ვიდეო)

20:56 10-20-2019
132

უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდნენ სასუოლო - ინტერის მატჩის, როგორც მოთამაშეები ასევე გულშემატკივრები. იტალიის სერია A - ს მატჩის დროს, 43-ე წუთზე სტადიონის თავზე ყველასგან მოულოდნელად პარაშუტისტი გამოჩნდა.

თავიდან ყველას ეგონა, რომ ის სტადიონს გადაუფრენდა, თუმცა ყველასგან მოულოდნელად, პირდაპირ მოედანზე დაეშვა. თამაში დროებით შეწყდა.

ახალგაზრდა პარაშუტისტი კი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მაშინვე გაიყვანეს სტადიონიდან. თამაში მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდა.