მოქალაქეებს დაზიანებული მანქანებისა და სახლების შეკეთებაში მერია დაეხმარება

17:22 10-20-2019
66

სანზონაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად რამდენიმე ბინა და ეზოში მდგარი ავტომობილები დაზიანდა.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა დაზარალებულებს ზიანს ვინ აუნაზღაურებს და შეეხება თუ არა ეს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უძრავ-მოძრავი ქონების  კერძო დაზღვევით არ სარგებლობენ. ამ კითხვებით თბილისის მერიას მივმართეთ, სადაც განმარტავენ, რომ ქალაქის მერის დაპირება ძალაშია და ის დაზარალებულს დაეხმარება.  

„ამ ეტაპზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მიყენებულ ზარალს ითვლის. სავარაუდოდ, შემდეგ კვირას, ანგარიში მზად იქნება და ამის შემდეგ, კახი კალაძე, დაპირებისამებრ მოქალაქეებს მაქსიმალურად დაეხმარება, მათ შორის ავტომობილების შეკეთებაში“ - აცხადებენ თბილისის მერიაში.

შეგახსენებთ, გუშინ, დაახლოებით 8 საათზე, თბილისში, გურამიშვილის 30 ნომერში 16-სართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, აფეთქება მოხდა, რამაც რამდენიმე სართულზე საცხოვრებელი ბინებისა და ეზოში მდგარი ავტომობილების დაზიანება გამოიწვია. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.