წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა

12:34 10-20-2019
1644

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაკიფუს მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი შავლეგ კვარაცხელია მშობლებმა სახლის უკან სათბურში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს მერის წარმომადგენელმა ნაკიფუს თემში ვახტანგ მოლაშხიამ განუცხადა.

„მშობლები მოსავლის ასაღებად იყვნენ წასულები, სახლში მარტო ყოფილა და რომ დაბრუნდნენ ეს საშინელი სურათი დახვდათ. უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო. შეძრწუნებულია სოფელი. როგორც ამბობენ, წლების წინ, როცა იგი იმყოფებოდა ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში, ვიღაცამ შეაშინაო და ეს შიშები წელიწადში ერთხელ ახსენებდაო თავს. მკურნალობდა კიდეც, - ყვება სოფლის რწმუნებული.

შსს-ში „პრაიმტაიმს განუცხადეს, რომ საქმე აღძრულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: თეა შონია