ძილის წინ ბავშვებისთვის მშობლის ჩახუტება სასარგებლოა - მეცნიერების რჩევები

00:33 10-20-2019
66

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბავშვების დაძინებისას მათ გვერდით წოლა, ჩახუტება და ზღაპრების მოყოლა დაძინებამდე, პატარებისთვის სასარგებლოა. ამის შესახებ The Sun -ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერ-ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს, რომ ბავშვებთან ასეთი მიდგომა აუმჯობესებს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რაც შემდგომში ბავშვებს თავდაჯერებულს ხდის. 

მეცნიერების თქმით, თუ ბავშვებს აღზრდის პერიოდში ფიზიკური კონტაქტი არ აკლიათ მშობლებისგან, მომავალში თვითონაც უკეთესი მშობლები ხდებიან. თუმცა ისინი თანხმდებიან იმაზეც, რომ ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.