ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

22:17 10-19-2019
55

19 ოქტომბერს, მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატში, ქართველმა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ 100 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ძიუდოისტი ფინალში იაპონელ კაზუნარი კამინაგის დაუპირისპირდა. ფინალამდე ილია სულამნიძემ ყველა შეხვედრაში იპონით გაიმარჯვა. მან სამხრეთ კორეელი ჯივუ შიმი 57 წამში, უნგრელი პეტერ არვაი 1 წუთსა და 21 წამში, დანიელი მათიას მედსენი 3 წუთსა და 5 წამში დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალური შეხვედრა რუს მატვეი კანიკოვსკის 1 წუთსა და 48 წამში მოუგო.

ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს. მოპოვებული მედლების რაოდენობით საქართველოს ძიუდოისტი ქალების და კაცების გაერთიანებული გუნდი მე-2 ადგილზეა.