კალაძე - მერია დაზარალებულებს დაეხმარება დაზიანებული ინვენტარისა და ნივთების აღდგენაში

15:55 10-19-2019
29

თბილისის მერი გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შეხვდა.

კალაძის განცხადებით, უახლეს მომავალში  დაზიანებულ კორპუსში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

„როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩვენი ქვეკონტრაქტორები დაიწყებენ კორპუსის დასუფთავებას, მოწესრიგებას და აღდგენით სამუშაოებს. ექსპერტიზის შემდეგ მოხდება კორპუსის რეაბილიტაცია და ოჯახები დაუბრუნდებიან საკუთარ საცხოვრებლებს. მერია დაზარალებულებს დაეხმარება დაზიანებული ინვენტარისა და ნივთების აღდგენაშიც. აქ 15 ოჯახია, მიმდინარეობს მათი გადანაწილება სხვადასხვა სასტუმროებში. არ გამოვრიცხავთ, მათი რიცხვი გაიზარდოს“, - განცხადა კახა კალაძემ

ცნობისთვის, გურამიშვილზე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.