წყნარად, მშვიდად. ინფორმაცია გვექნება და გიპასუხებთ - გახარია

12:49 10-19-2019
31

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესს გამოეხმაურა.

„წყნარად, მშვიდად. ინფორმაცია გვექნება და გიპასუხებთ. დღეს, მთელი დღე ვართ გორში და კიდევ შევხვდებით. გავერკვევით და გიპასუხებთ”, - აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

დღეს ატოცში ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

სუს-ის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში მიმდინარეობს, ფაქტის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე მიეწოდა.