შსს-მ გურამიშვილის გამზირზე აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

10:38 10-19-2019
48

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება“, – აცხადებენ შსს-ში.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით დაშავდა 4 ადამიანი.

პირველადი ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.